კლარა პეტიჩი – “ბენიტო მუსოლინის საყვარელი ქალი”
კლარა პეტიჩი - დაიბადა 1912 წლის 28 თებერვალს იტალიის დედაქალაქ რომში,ცნობილი ექიმის ფრანჩესკო სავერიო პეტაჩის ოჯახში.კლარას მამა ფრანჩესკო,რომში ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი გახლდათ და ერთი პერიოდის განმავლობაში,რომის პაპის პიუს XI-ეს პირადი ექიმიც იყო.კლარა წარმოადგენდა “ფაშიზმის” პირველი და უმთავრესი დამაარსებლის,იტალიის დიქტატორის და პრემიერ-მინისტრის – ბენიტო მუსოლინის საყვარელ ქალს.კლარა ბავშვობიდანვე დიდი “ფანატი” გახლდათ მუსოლინის და არა ერთი წერილი მიუწერია მისთვის.მიუხედაავ მრავალი წერილის მიწერისა,მუსოლინის არც ერთი კლარას წერილი არ მისვლია.მისი სურვილი იმდენად დიდი იყო მუსოლინის გაცნობისა,რომ საბოლოო ჯამში 1932 წლის 24 აპრილს,მაინც შესძლო მისი გაცნობა.პეტიჩმა,თავისი დახვეწილი მანერებით,პირველივე ნახვისას გამოიწვია მუსოლინის ყურადღება,რაც სათავე გახდა მათი “სასიყვარულო რომანისა”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ კლარა ამავე პერიოდში წარმოადგენდა იტალიური სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის ლეიტენანტის რიკარდო ფედერიჩეს სატრფოს,თუმცა მასთან ურთიერთობა,საბოლოოდ 1936 წელს გაწყვიტა.ცნობილია ისიც,რომ ბენიტო მუსოლინი ამ დროს დაქორწინებული გახლდათ რაკელე გუიდი-მუსოლინიზე (მიუხედავად მეუღლის მხრიდან დიდი ღალატისა,იგი მაინც მისი ერთგული დარჩა მთელი ცხოვრების მანძილზე).მუსოლინისა და პეტიჩს შორის ასაკობრივი სხვაობა ძალიან დიდი იყო და იგი 30 წელიწადს შეადგენდა.თუმცა ამას მათი სასიყვარულო რომანისთვის ხელი არ შეუშლია. (ავტორი გენია.ჯი) მუსოლინისთან დაახლოებამ,კლარას ოჯახის სტატუსი “მაღლა ასწია” და შეიქმნა შესაძლებლობა ფავორიტიზმისა და კორუფციაში ჩაფლულობისა.აღნიშნულს კი სათავეში ჩაუდგა კლარას ძმა მარჩელო პეტაჩი.1939 წელს კლარამ მუსოლინისაგან საჩუქრად მიიღო დიდებული ვილა “კამილუჩა”,რომის ცენტრში.1943 წლის 25 ივნისს ბენიტო მუსოლინის ჩამოგდების შემდგომ კლარა დაკავებულ იქნა,თუმცა 8 სექტემბერს გაანთავისუფლეს.ამის შემდგომ პეტაჩების ოჯახი ჩრდილოეთ იტალიაში გადასახლდა,რომელსაც იმ დროს გერმანული ჯარები აკონტროლებდნენ.23 აპრილს კი პეტაჩების ოჯახი (კლარას გარდა) თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა მადრიდში.1945 წლის 27 აპრილს ბენიტო მუსოლინი კლარა პეტაჩთან და რამდენიმე რამდენიმე ფაშისტ ლიდერთან ერთად,გერმანული სამხედრო მანქანების კოლონასთან შერეულები,ცდილობდა იტალიის საზღვრების დატოვებას.თუმცა კოლონა შეჩერებულ იქნა პიკეტზე “ჯუზეპე გარიბალდის” 52-ე ბრიგადის მიერ (ხელმძღვანელები “პედრო” – გრაფი პ. ბელინი დელა სტელე და კომისარი – უ.ლაცარო).მცირეხნიანი შეტაკების შემდეგ,იტალიელმა პარტიზანებმა გერმანელებს წაუყენეს პირობა,რომ გზას გააგრძელებინებდნენ იმ შემთხვევაში,თუ მათ გადასცემდნენ კოლონაში შემავალ იტალიელ ფაშისტებს.ბენიტო მუსოლინიმ იმისათვის,რომ იგი გერმანელად მიეღოთ და არ ჩავარდნილიყო ტყვედ,ლუფტვაფეს გერმანელი უნტერ-ოფიცრის ფორმა მოირგო. (ავტორი გენია.ჯი) ამ დროს კი იგი კლარას ძალაუნებურად მოსცილდა.პარტიზანებმა (დ.ნეგრი),მიუხედავად ტანისამოსოს გამოცვლისა მასში მუსოლინი ამოიცვნეს,რის შემდეგაც იგი დააკავეს.თავად კლარა კი თავისი ნებით ჩაბარდა იტალიელ პარტიზანებს.მიუხედავად იმისა,რომ ფაშისტებმა შექმნეს ჯგუფი მათ გასანთავისუფლებლად,იგი მაინც ვერ განახორციელეს და ჯგუფის წევრები ტყვედ აიყვანეს.მუსოლინი და კლარა კი გადაყვანილ იქნენ სოფელ ჯულინა დი მეცეგრაში,სადაც უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.მოკავშირეებმა გაიგეს რა მუსოლინის დაკავება,თხოვნით მიმართა იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს,მათთვის გადაეცათ იგი.თუმცა იტალიელმა კომუნისტებმა ამაზე უარი განაცხადა და მუსოლინის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.სოფელში გაგზავნილ იქნა რაზმი,რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალტერ აუდიზიო,რის შემდეგაც ბენიტო და კლარა გადაყვანილ იქნენ ბელმონტეს ვილაზე.სწორედ აღნიშნული ვილის მესერთან იქნა დახვრეტილი 1945 წლის 28 აპრილს,იტალიის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი და მისი საყვარელი ქალი კლარა.მანამდე კი სანამ მათ დახვრეტდნენ,ვალტერ აუდიზიომ კლარას მიმართა,რომ მოსცილებოდა მუსოლინის და გვერდზე გაწეულიყო,თუმცა როდესაც გასროლა დაიწყო,კლარამ თავისი სხეულით მუსოლინის გადაეფარა,რა დროსაც ისიც ბენიტოსთან ერთად დაიღუპა. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ მათი ცხედრები გადატანილ იქნა მილანში,სადაც პიაცა ლორეტოს მოედანზე ფეხებით იქნენ დაკიდებულები.გარდა მათი ცხედრებისა,იქვე იქნა ჩამოკიდებული კიდევ,რამდენიმე იტალიელი ფაშისტის ცხედარიც.მოგვიანებით კი თოკები,რომლებითაც ისინი იყვნენ ჩამოკიდებულები,გადაჭრეს და ცხედრები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიწაზე ეყარნენ უპატრონოდ.მხოლოდ და მხოლოდ 1 მაისს,მოხერხდა მუსოლინისა და კლარას ცხედრების დაკრძალვა,მილანის ჩიმიტერო მაჯიორეს სასაფლაოზე,იმ ადგილას,სადაც ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ნაწილი ასაფლავებდა მათ გარდაცვლილ ნათესავებს.დის (კლარა) გარდაცვალების შემდეგ,მისი ძმა მარჩელო კი,დიდი ფულითა და ძვირფასეულობით შვეიცარიაში გაქცევის დროს იქნა მოკლული.