პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს შესახებ…
გენიალური ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი – პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე (1732-1799 წლები),არა მარტო ლიტერატურული საქმიანობით იყო დაკავებული,არამედ სახელმწიფო სამსახურშიც აქტიურად იყო ჩართული.კერძოდ,იგი წარმოადგენდა საფრანგეთის სამეფო კარის იმ “საიდუმლო ჯაშუშს”,რომელმაც არაერთი სერიოზული პრობლემა ააცილა,როგორც საფრანგეთის მეფეს – ლუი XV-ს,ასევე თავად საფრანგეთსაც.როგორც ცნობილია,სახელმწიფო სამსახურში მისი პირველი დავალება იყო ვინმე მონარდის მიერ დაწერილი და ინგლისში გამოსაქვეყნებლად გამზადებული სკანდალური სიუჟეტის მქონე პამფლეტების,სახელწოდებით – “მეძავი ქალის ჩანაწერების” სრულად ხელში ჩაგდება და მისი განადგურება.აღნიშნულ პამფლეტებში მოყვანილი გახლდათ ლუი XV-ეს ერთ-ერთი საყვარელი ქალის – დიუბარის წარსული ცხოვრების დეტალები,სადაც ნათლად იყო ასახული მისი თავაშვებული ცხოვრების ისტორიები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მოთხრობილი იყო,თუ როგორ გახდა საყოველთაოდ ცნობილი მეძავი ქალი საფრანგეთის მეფის ხარჭა.ლუიმ საყვარელი ქალის იმიჯის გადარჩენა გადაწყვიტა და ეს მისია ჯერ კიდევ ახალბედა აგენტს – ბომარშეს მიანდო.გარდა დიუბარის იმიჯისა,პამფლეტების საფრანგეთში გავრცელებას შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია,რასაც ლუი XV ყველაზე მეტად უფრთხოდა.ეს მითუმეტეს საფრთხილო იყო მაშინ,როდესაც ლონდონში საფრანგეთის მეფის მტრების საკმაოდ დიდ ამალას ჰქონდა თავი შეფარებული,რომლებიც თავის მხრივ აუცილებლად ეცდებოდნენ ლუისათვის სწორედ მისი მეძავი საყვარლისადმი მიძღვნილი ფამფლეტების გამოყენებით მიეყენებინათ დარტყმა.მეფემ კარგად უწყოდა,რომ ზემოაღნიშნული სკანდალური პამფლეტების ავტორი,რიგი სხვა ავტორებისაგან განსხვავებით ერთობ ნიჭიერი და მიზანსწრაფული პიროვნება იყო.ეს კი,კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა ფრანგ მონარქს,რადგან მან კარგად უწყოდა რომ,დღეს თუ ხვალ მონარდი თავის მიერ დაწერილ პამფლეტებს საფრანგეთშიც გაავრცელებდა.ლონდონში ჩასულმა – პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშემ დავალება ბრწყინვალედ შეასრულა.მიუხედავად იმისა,რომ მას მისიის შესრულებისათვის საკმაოდ დიდი თანხები დასჭირდა,მაინც მოახერხა სკანდალური პამფლეტების ავტორისაგან არა მარტო გავრცელებისათვის გამზადებული 3 000 ეგზემპლარის,არამედ პირველი ხელნაწერების გამოსყიდვაც კი.პამფლეტების გამოსყიდვის შემდგომ,ბომარშემ ისინი თავისი მეგობრის – გიუდენის თანდასწრებით გაანადგურა (დაწვა).გარდა ამისა,ახალგაზრდა ბომარშემ გარკვეული თანხის სანაცვლოდ,საფრანგეთის სასარგებლოდ საჯაშუშოდ გადმოიბირა თავად პამფლეტების ავტორი – მონარდიც.დავალების შესრულებისთანავე,პიერმა ლუი XV-ეს მოხსენებითი ბარათი გაუგზავნა,სადაც აღნიშნული იყო: “თქვენო უდიდებულესობავ! მე გავანადგურე გასავრცელებლად გამზადებული ყველა პამფლეტი.გარდა ამისა,ლონდონში საფრანგეთის პოლიტიკურ ჯაშუშად ვტოვებ თავად ამავე პასკვილების ავტორს,რომელიც ჩემს მითითებებს შეასრულებს.ის ჩვენ ცნობებს მოგვაწოდებს ლონდონში მყოფი ოპოზიციონერი ფრანგი “მოღვაწეების” შესახებ და ყოველივე ამის შესახებ მუდმივად ინფორმირებული იქნებით თქვენ”. – მოხსენების ქვეშ კი ბომარშემ თავისი აგენტურული სახელი – “რონაკი” მიაწერა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გარდა ზემოაღნიშნული დავალებისა,ასეთივე დავალების შესრულება ბომარშეს კიდევ ერთხელ მოუწია ლონდონში მყოფი ერთ-ერთი ავანტურისტი ქალის – დ’ეონ შევალიეს შემთხვევაშიც,რომელსაც თავის მხრივ ხელში ჩაუვარდა საფრანგეთის მთავრობისათვის მეტად არასახარბიელო დოკუმენტები.მათ შორის ლუი XV-ეს პირადი წერილებიც,სადაც აშკარად იკვეთებოდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ინგლისის სამეფოს მიმართ.აღნიშნული დოკუმენტებით ავანტურისტი ქალი საფრანგეთის მთავრობას აშანტაჟებდა.თუმცა,ისევე,როგორც მონარდის შემთხვევაში – ბომარშემ მისი შეჩერებაც მოახერხა და არა მარტო დოკუმენტები იგდო ხელთ,არამედ ხელშეკრულებაც კი გააფორმა მასთან იმის შესახებ,რომ,რაც დოკუმენტებიდან და წერილებიდან შეიტყო,სრულიად საიდუმლოდ შეინახავდა.შესაბამისად,პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშემ საფრანგეთს ინგლისთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის ომში გადარზდა თავიდან ააცილა.ასე,რომ დიდი ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი – პიერ ოგიუსტ კარონ დე ბომარშე,არა მარტო დიდ ლიტერატურულ ქმნილებებს ქმნიდა,არამედ საკმაოდ კარგად ფლობდა ჯაშუშურ საქმიანობასაც. (ავტორი გენია.ჯი)