ტორკვატო ტასოს ბიოგრაფიიდან…
ტორკვატო ტასო (1544-1595 წლები) – წარმოადგენდა გენიალურ იტალიელ პოეტსა და ავტორს ბრწყინვალე პოემა-შედევრისა – “განთავისუფლებული იერუსალიმი”.არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული ტასოსათვის ცხოვრება იმთავითვე პოეზიასთან იყო დაკავშირებული.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის შესახებ უფრო მეტი ლეგენდა არსებობს,ვიდრე ერთად აღებული გენიალური იტალიელი პოეტების – ვერგილიუსისა და პეტრარკას შესახებ.დღემდე დაუდგენელია ზუსტი მიზეზი იმისა,თუ რატომ მოხვდა ის “წმინდა ანას სახელობის” ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. (ავტორი გენია.ჯი) მკვლევართა ერთი ვერსიის მიხედვით,იგი მართლაც იტანჯებოდა სერიოზული ფსიქიკური აშლილობებით,მათ შორის ჰალუცინაციებითა და დევნის ფობიით.მეორე ვერსიით კი ტორკვატო ტასო ჰერცოგის სასახლის კარზე წარმოქმნილი ინტრიგების მსხვერპლი იქცა.ასევე არ არის დადგენილი ის,რომ მართლა უყვარდა თუ არა ტორკვატოს ჰერცოგინია – ელეონორა,რომელიც თავის მხრივ თავად ტორკვატოს მფარველის,ფერარას,მოდენასა და რეჯოს ჰერცოგის – ალფონსო II დ’ესტეს ღვიძლი და იყო.ამის შესაძლო მიზეზად,ასახელებენ იმ ფაქტს,რომ ტასო გრაფინიასთან ერთად იმ დროს შეისწრეს,როდესაც ის ქალს კოცნიდა,რამაც გამოიწვია კიდეც მისი და ალფონსოს ურთიერთობის საბოლოოდ დასამარება.თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც,რომლის თანახმადაც ტასომ ერთ-ერთ თავის წერილში აშკარად თავს დაესხა მის მფარველ ჰერცოგს ალფონსოს.ასეა თუ ისე,ფაქტია,რომ ტორკვატო ტასო სწორედ ამის შემდგომ იქნა გადაგზავნილი “წმინდა ანას სახელობის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში”.ერთადერთი რისი ზუსტად დამტკიცებააცაა შესაძლებელი,გახლავთ ის,რომ 35 წლის ასაკში მყოფი გენიალური იტალიელი პოეტი გამოკეტილ იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში,სადაც შვიდი ჯოჯოხეთური წელიწადი გაატარა.მას შემდეგ,რაც მან საავადმყოფო დატოვა,სრულიად მიეცა ასკეტური ცხოვრების წესს.ერთადერთი ნათელი წერტილი ტასოს ბიოგრაფიაში 1595 წელს დადგა,როდესაც იგი თავისი გენიალური პოემისათვის – “განთავისუფლებული იერუსალიმი”,თვით რომის პაპმა მიიწვია 1594 წელს,რათა დაეჯილდოვებინა “დაფნის გვირგვინით”.ასეთი უდიდესი პატივი ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ 1341 წელს მიეგო უდიდეს იტალიელ პოეტს – ფრანჩესკო პეტრარკას და ტორკვატო გახდა მეორე პოეტი,რომელსაც ესოდენ დიდი პატივი ხვდა წილად (აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ტასოს შემდეგ არცერთ პოეტს აღარ ღირსებია ასეთი პატივი.)აღნიშნული ღონისძიება 1595 წლის 26 აპრილს უნდა გამართულიყო,თუმცა,საუბედუროდ დაჯოლდოებამდე ერთი დღით ადრე (25 აპრილს) ტორკვატო ტასო გარდაიცვალა.იმის ნაცვლად,რომ გენიალური პოეტისათვის კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაეცათ რომის პაპისაგან ბოძებული “დაფნის გვირგვინი”,ტასოს მეგობრებმა რომის პაპის მიერ ბოძებული ჯილდოთი გარდაცვლილი ტორკვატოს ცხედარი შეამკეს.ტორკვატო ტასო დაკრძალულ იქნა ტრასტევერეში (რომის ერთ-ერთი რაიონი) მდებარე სანტ-ონოფრიო-ალ-ჯანიკოლოს ტაძარში.
გენიალური იტალიელი პოეტის შესახებ,მოგვიანებით დიდმა გერმანელმა მწერალმა – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ დაწერა ტრაგედია – “ტორკვატო ტასო”; ასევე უდიდესმა ინგლისელმა პოეტმა – ჯორჯ ბაირონმა დაწერა პოემა – “ტასოს ჩივილი”.გარდა ამისა,მის შესახებ წერდნენ ალექსანდრე პუშკინი და სხვა ლიტეარტორები.ფერენც ლისტმა მას მიუძღვნა სიმფონიური ნაწარმოები – “ტასო.ჩივილი და ტრიუმფი”,ხოლო მრავალმა მხატვარმა თავიანთ ნამუშევრებში ასახეს ის,მათ შორის გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა – ეჟენ დელაკრუამ.გარდა ზემოაღნიშნული პოემისა,ტასოს კალამს ეკუთვნის სხვა რიგი პოეტური ქმნილებებიც – “რინალდო”,”ამინტა”,”სასიყვარულო ლექსები”,”ოლივეტოს მთა” და სხვა რიგი ტრაქტატები.ტორკვატო ტასო დღემდე მოიხსენიება ისეთი გენიალური იტალიელი პოეტების კოჰორტაში,როგორებიც იყვნენ – ფრანჩესკო პეტრარკა,პუბლიუს ვერგილიუს მარონი და დანტე ალიგიერი. (ავტორი გენია.ჯი)
ეჟენ დელაკრუას მიერ შესრულებული ტილო,სახელწოდებით – “ტასო წმინდა ანას საავადმყოფოში”