მალის რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები – “ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა,რომ აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარე – მალის რესპუბლიკაში,ჯერ კიდევ 1962 წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის საფეხბურთო ეროვნული ფედერაცია, 2000 წლამდე (ანუ 38 წლის მანძილზე) აღნიშნული ქვეყნის ეროვნულ გუნდს მაინც არასოდეს მიუღია მონაწილეობა არა მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე,არამედ მსოფლიო ჩემპიონატის არც ერთ შესარჩევ ციკლშიც კი. (ავტორი გენია.ჯი) ამის მიზეზი კი არაერთი დისკვალიფიკაცია და რიგი სხვა გარემოებები იყო.თუმცა – 1966,1994 და 1998 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობაზე თავად მალის საფეხბურთო ფედერაციამ განაცხადა უარი.მალის საფეხბურთო ნაკრებს არაერთხელ გამოუთქვამს უარი აფრიკის ერთა თასში მონაწილეობაზეც,თუმცა მიუხედავად მცირე გამოცდილებისა,აფრიკის ერთა თასზე ერთხელ მაინც შესძლო მე-2 ადგილის და ორჯერ მე-3 ადგილის დაკავება.ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი მატჩი,რაც აღნიშნული ქვეყნის ნაკრებს ისტორიაში გაუმართავს,გახლავთ 2010 წელს აფრიკის ერთა თასზე,მასპინძელ ანგოლის ნაკრებთან გამართული მატჩი,სადაც 78-ე წუთამდე გუნდი 0:4-ს აგებდა,თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დარჩენილ 12 წუთში 4 გოლის გატანა მოახერხა და თამაში საპატიო ფრით დაასრულა.აღნიშნულ მატჩში,უკანასკნელი გოლი მალის ნაკრებმა თამაშის დროის ამოწურვამდე 15 წამით ადრე გაიტანა. (ავტორი გენია.ჯი)