“ნოსტალგია” – (ეპიზოდი)
ნოსტალგია – ბერძნული წარმომავლობის მოქნე სიტყვაა და “სამშობლოში (შინ) დაბრუნების ტკივილს (სევდას)” აღნიშნავს.ნოსტალგია,შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას წარსულისა და სხვა რიგი მოვლენების მიმართაც,თუმცა ძირითადად მაინც სამშობლოში დაუბრუნებლობისაგან გამოწვეული სევდის გამომხატველ ტერმინად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი წერილობითი ფორმით ნოსტალგიური გრძნობები გადმოცემულ იქნა გენიალური ძველბერძენი პოეტის – ჰომეროსის დიდებულ ქმნილებაში – “ოდისეა”.თუმცა,ფართო გაგებით,იგი,როგორც ტერმინი აღწერილ და შემოტანილ იქნა დიდი შვეიცარიელი ექიმისა და ბუნებისმეტყველის – იოჰან იაკობ შოიხცერის (1672-1733 წლები) მიერ 1688 წელს.აღსანიშნავი ამ ფაქტში გახლავთ ის,თუ როგორ აღწერდა თავის დროზე დიდი შვეიცარიელი ექიმი და ბუნებისმეტყველი ნოსტალგიის გამომწვევ მიზეზს: ”ნოსტალგიური ავადმყოფობა იპყრობს იმ შვეიცარიელ ადამიანებს,რომლებმაც დატოვეს თავიანთი სამშობლო.სამშობლოს დატოვებამ კი მათში გამოიწვია ატმოსფერული წნევის ვარდნა,რაც თავის მხრივ განპირობებული გახლავთ შვეიცარიის მთა-გორებისა და სხვა ქვეყნების ვაკე ადგილების ბუნებრივ სახესხვაობებთან.დიდი ხნის განმავლობაში – “ნოსტალგია” განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი “ავადმყოფობა”. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან იაკობ შოიხცერი