იცით თუ არა,რომ

1. მსოფლიოში,ყველაზე მრავალრიცხოვანი დეპუტატებისაგან შემდგერი პარლამენტი (ჩინეთის წარმომადგენელთა კრება),გააჩნია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.მასში სულ 2987 დეპუტატია წარმოდგენული.

2. ლიბერიის რიგით 22-ე პრეზიდენტი (1997-2003 წლები) – ჩარლზ ტეილორი,პირველი აფრიკული სახელმწიფოს მეთაური გახლავთ,რომელიც წარდგენილ იქნა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე და პირველი სახელმწიფოს ლიდერი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ,რომელიც ბრალდებულად იქნა ცნობილი 11-ე სისხლის სამართლის დანაშაულში.მათ შორის სამხედრო დანაშაულში.მას სიერა-ლეონეს სპეციალურმა სასამართლომ (საერთაშორისო სასამართლო ორგანო,შექმნილი სიერა-ლეონეს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ) 2012 წლის 26 აპრილს 50 წლიანი სასჯელი შეუფარდა.

3. სავსე მთვარე ცხრაჯერ უფრო მეტად ანათებს,ვიდრე ნახევარმთვარე.

4. ცელოფნის პაკეტი პირველად გამოგონებულ იქნა 1912 წელს და თერმული წებოს არ არსებობის გამო,მას თეთრი ძაფით კერავდნენ.

5.იმის გამო,რომ სიცივეში ბგერა უფრო კარგად ვრცელდება,ვიდრე სიცხეში,სმენადობა ყინვაში იდეალურია.

6. ევერესტის მწვერვალის პირველმა დამლაშქვრელმა 1953 წლის 29 მაისს (ახალზელანდიელ ედმუნდ ჰილრაისთან ერთად),ეროვნებით ნეპალელმა შერპმა ალპინისტმა – ნორგეი ტენცინგმა,1953 წელს საქართველოშიც იმოგზაურა,რა დროსაც დალაშქრა კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი – იალბუზი. (ავტორი გენია.ჯი)

7. წითელი არმიის დამაარსებელი,საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და შემდგომში კომუნისტებისვე ხელით განადგურებული – ლევ ტროცკი (1879-1940 წლები),იოსებ ჯუღაშვილს (სტალინი) – “ბარბაროსად” მოიხსენიებდა.

8. დიდი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი – ჯასტინ ტიმბერლეიკი “არაქნობობიით” იტანჯება (ობობების შიში).

9. გენიალური ქართველი მწერალი – ნოდარ დუმბაძე ამბობდა: “სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის უყველა კაცი ამქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი”. (ავტორი გენია.ჯი)

10. ლეგენდარულ ქართველ ფალავანს – ვახტანგ ბალავაძეს,მსოფლიოს მოჭიდავეთა სამყაროში – “ჭიდაობის პროფესორად” მოიხსენიებდნენ.