კალენდულა - ინგლისურ ენაზე “Calendula”,წარმოადგენს ერთწლოვან ულამაზეს ყვავილს,სანელებელ მცენარეთა ჯგუფის,რთულყვავილოვანთა ოჯახისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალი გახლავთ ხმელთაშუაზღვისპირეთი,დასავლეთ ევროპა და დასავლეთ აზიის რეგიონები.სულ ბუნებაში “კალენდულას” 12-დან 20-მდე სახეობაა გავრცელებული და მათ შორის არიან დეკორატიული მცებარეებიც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი კულტივირებულია აზიასა და ავსტრალიაშიც,თუმცა მისი” სამშობლო” დღემდე დაუდგენელია.კალენდულას ზოგიერთი სახეობა სამკურნალო თვისებების მატარებელიცაა და მისი ნაყენი ფართოდ გამოიყენება კანის ანთებითი პროცესების,სისხლჩაქცევებისა და დამწვრობის სამკურნალოდ.გარდა ამისა მას გააჩნია სხვა სამკურნალო თვისებებიც და მის ნაყენს მოიხმარენ თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის სამკურნალოდაც. (ავტორი გენია.ჯი) “კალენდულა”-ს ყვავილები შეიცავენ – კაროტინოედებსა და ფლავონოიდებს.მისი სიმაღლე 25 სანტიმეტრიდან – 60 სანტიმეტრამდე მერყეობს და ყვავიან ივლისის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე.
ძველ ინდოეთში “კალენდულა” წარმოადგენდა დიდად “საპატივცემულო” ყვავილს და მას წმინდანთა ქანდაკებების შესამკობად იყენებდნენ.პორტუგალიელები და ესპანელები მას – “საოცარ ყვავილად” მოიხსენიებენ.სამხრეთ ევროპის რიგ ქვეყნებში იგი ერთგავრად სიმბოლიზირდება – “სიყვარულის ყვავილთან” და საქორწინო თაიგულების შესამკობად გამოიყენება.თანამედროვე ინდოეთში იგი “კრიშნას” ყვავილადაა მიჩნეული და მის ქანდაკებებს “კალენდულა”-თი ამკობენ.ჩინეთში აღნიშნულ ულამაზეს ყვავილს,ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევენ.რიგი დასავლეთის ქვეყნებში კი “კალენდულა” ყოველგვარი სიწმინდის სიმბოლოდაა მიჩნეული.
“კალენდულა” წარმოადგენდა უსაყვარლეს ყვავილს საფრანგეთის დედოფლის – მარგარიტა დე ვალუასი (1553-1615 წლები) და როდესაც იგი გარდაიცვალა მისი სამეფო განსასვენებელი,სწორედ “კალენდულა”-ს გვირგვინებით იქნა შემკული. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “კალენდულა” ერთ-ერთი უმთავრესი მტერია კოლორადოს ხოჭოსი,რადგან მისი სურნელება დიდად აღიზიანებს მას.შესაბამისად ერთ-ერთი დიდი მავნებელი მწერი “კოლორადოს ხოჭო” მის სიახლოვეს ვერ ბინადრობს,რაც დიდ დახმარებას უწევს სოფლის მეურნე ფერმერებს.ამის გამო კი “კალენდულა” ფართოდ კულტივირდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.