დავით კლდიაშვილი – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი მწერალი და მამულიშვილი - დავით კლდიაშვილი (1862-1931 წლები),რომელსაც 1930 წელს “საქართველოს სახალხო მწერალი” ეწოდა,თავდაპირველად რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი გახლდათ.1882 წლიდან დავითი ბათუმში იქნა მივლენილი სამხედრო სამსახურის მიერ.მიუხედავად იმისა,რომ იგი რუსეთის არმიის ოფიცერი იყო,უდიდესი მამულიშვილი გახლდათ და ქართველი ერის საკეთილდღეოდ უკან არასოდეს დაუხევია. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,როდესაც ბათუმში მივლინების დროს,დავითს უბრძანეს ქართველი აჯანყებულებისთვის,საკუთარ რაზმთან ერთად ტყვია ესროლა,მან კატეგორიული უარი განაცხადა ამ საშინელი დავალების შესრულებაზე.ამასთანავე ბრძანება გასცა,რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი რაზმის არცერთ წევრს,ქართველი აჯანყებულთათვის არ ესროლა.გავრცელდა რა,რუსული არმიის ხელმძღვანელობაში დავით კლდიაშვილის მიერ ჩადენილი საქციელის და ბრძანების არ დამორჩილების შესახებ ინფორმაცია,იგი “არაკეთილსაიმედო” პოდპოლკოვნიკად მიიჩნიეს და იძულებული გახადეს დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა,მამულიშვილურმა აქტის შესახებ ინფორმაციამ,გარდა რუსული არმიის ხელმძღვანელობისა,ქართველ ხალხამდეც მოაღწია და იგი ერთგვარად იქცა “უდიდესი სიყვარულის ღირსად ერისა”.ცნობილია,რომ დავითი დიდად მოკრძალებული პიროვნება იყო და როდესაც მოგვიანებით ქართველთაგან ქება-შესხმულმა,ერთგვარად უხერხულში ჩავარდნილმა – დავით კლდიაშვილმა,საკმაოდ თავმდაბლურად და მოკრძალებულად საჯაროდ განაცხადა: