იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები…
დიდი ქართველი მამულიშვილი,პედაგოგი,პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე - იაკობ გოგებაშვილი (1840-1912 წლები),სიცოცხლის სამოცდამეცამეტე წელში იყო გადასული,როდესაც ფიზიკურად მოტყდა.სიკვდილის წინ ხანგრძლივად არ უავადმყოფია, – იგი მხოლოდ ერთ თვეს იყო ავად.იაკობს ავადმყოფობის პერიოდში ბევრი ცნობილი ქართველი ადგა თავს და უვლიდა.სანსაკუთრებით კი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის სპეციალურად მომვლელი ქალი არ აუყვანიათ,რადგან თავად იაკობს ერიდებოდა უცხო ქალის და სწორედ ამიტომ განაცხადა უარი მომვლელის აყვანაზე.შესაბამისად,დიდი ქართველი მამულიშვილის მოვლა საკუთარ თავზე მისმა უახლოესმა ადამიანებმა აიღეს.მას მკურნალობდა ექიმი ტიტე ქიქოძე.ბოლო პერიოდში ახალი რამ არ დაუბარებია და არც ჰქონდა დასაბარებელი,ვინაიდან ყველაფერი წინათ ჰქონდა ნათქვამი და დაწერილი.როგორც ფილიპე გოგიჩაიშვილის მოგონებებიდან ვგებულობთ,იაკობს გარდაცვალებამდე ორი შეკითხვა დაუსვამს.პირველი: “ნეტა რას იქმთ ჩემს შემდეგ,ჩაჰკლავთ თუ აცოცხლებთ ჩემს სახელმძღვანელოებსო”, – ხოლო მეორე შეკითხვა კი გარდაცვალების წინა დღეს მაშინ დაუსვამს,როდესაც დიდ სიცხიანს ფილიპე პერანგს უცვლიდა: “როგორ ეპისკოპოსოვით შემმოსე.ახლა რას იზამთ,როგორ დამმარხავთო”.ფილიპეს იაკობის შეკითხვაზე გაღიმებია და უპასუხია: ” – მაგის ფიქრი ნუ გექნება.დამარხვაში დახელოვნებული სპეციალისტები ვართო”, – რაზეც იაკობსაც გულიანად გაცინებია და უთქვამს: “ჰო,ეს კი კარგად იცითო”.
დიდი ქართველი მამულიშვილი და ავტორი “დედა-ენისა” - იაკობ გოგებაშვილი 1912 წლის 14 ივლისს ისე აღესრულა,რომ სიცოცხლის უკანასკნელ საათებამდე სრულ გონებაზე იმყოფებოდა.როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა,იაკობს ფილტვების დაზიანება და ნაწლავების კიბო აწუხებდა,თუმცა მისი სიკვდილის უმთავრესი მიზეზი სულ სხვა ავადმყოფობა,კერძოდ – მუცლის აპკის ანთება იყო. 1912 წლის 14 ივლისს,საქართველომ კიდევ ერთი დიდებული მამულიშვილი დაკარგა,თუმცა არ დაუკარგავს და არც არასოდეს დაკარგავს მისი დიდებული სახელის ხსოვნას. (ავტორი გენია.ჯი)