აკაკი წერეთელი წერდა…
1. “ადამიანებში ბევრია მგელ-კაცები.კიდევ უფრო მეტი ცხვარ-კაცები!..”
2. “აზრიანი ცხოვრება ყოველთვის მოითხოვს,რომ არა თუ საქმე,თვით სიტყვაც-კი გარემოებასან შესაწონი,დრო და ვითარების საკადრისიუნდა იყოს”.
3. “ჭკუა-ნაკლე კაცი საბრალოა,ზნეობა-ნაკლე კი საზიზღარიც!..”
4. “როდესაც რასმე ვამბობ მე,ყოველთვის საზოგადო მაქვს სახეში და არა კერძო”. (ავტორი გენია.ჯი)
5. “ზოგიერთი ჭირის მოხდა სამუდამოდ გამოამრთელებს ხოლმე კაცს”.
6. “ვისაც პირველი კანი ფუფუნებაში და განცხრომაში გამოუცვლელად ტანზე,მუხის ქერქივით გამაგრებია,ის მისთანას ვერას ამოიხვეწავს გულიდან,რომ ქვეყანას აბრეშუმად გამოადგეს”.
7. “უმჯობესია კეთილ-გზაზედ უნებურათ რამდენჯერმე დაეცეს კაცი და ბოლოს მაინც მიაღწიოს იმ წმინდა მიზნამდი,ვიდრე უწმინდურ გზაზედ ფეხმარჯვეთ იყოს და ან სულ არ ინძრეოდეს,იწვეს ნებიერად”.
8. “ქართველების ძილი კანონიერია და შემცდარი არიან ისინი,რომელთაც ეს ბუნებრივი მოვლენა სიკვდილის ნიშანი გონიათ”.
9. “სირცხვილ-კდემა ერთი უკეთესი ნიშანთაგანია ადამიანის პირუტყვისაგან განმასხვავებელი”.
10. “ბერძნების წარმოდგენით,სიბრძნე იყო დედა,რომელსაც ეყოლა სამი ასული: სარწმუნოება,სასოება და სიყვარული.უამათოთ,ამათ დაუხმარებლად ქვეყნიური შვება-ბედნიერება შეუძლებელი იყო და მიტომაც ყველა მათკენ მიისწრაფოდა.ნეტავი იმ ერს,რომელსაც ეს ალეგორია ესმის და სწამს!.. ის გინდ რიცხვმცირედი იყოს,მაინც თავისას გაიტანს”. (ავტორი გენია.ჯი)