იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“ახლანდელი საზოგადოება უფრო მხეცთა გროვას წარმოადგენს,მანამ სათნო ადამიანების საზოგადოებასა; ჯერედ მის მოქმედებას და ნებას მართავს ძველი დევიზი: “ვაგლახი ძლეულთა!”ჯერედ იგი ფიქრობს სწორედ ისევე,როგორც ფიქრობენ ბარბაროსები: რაკი მოგერიე და ხელში ჩაგიგდე,თვალსაც ამოგთხრი,ტვინსაც ამოგწოვ და ძაღლივით დაგახრჩობო.ამბობენ: ცხოვრება ბრძოლაა,ცხოვრება აშმორებული ჭაობია! ცხოვრება დაუსრულებელი რგოლია ტანჯვისა,ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო,ცხოვრება ფაცი-ფუცია,ერთი მეორის ლუკმის გლეჯა,ფეხის გამოდება,შური,სიხარბე,ზრუნვა თავის კუჭზე და თავის მუცელზე; ყველას უნდა ფუფუნების ზღვაში იცურაოს – ღონიერი იმარჯვებს,სუსტი ითელება,მდიდარი ძღება,მშიერი კვდება; ერთისთვის ქვეყანა სამოთხეა,მეორესთვის – ჯოჯოხეთი; ერთს გულში ბულბული უმღერის,მეორეს თავზე ყორნები დაყრანტალობენ; მაგრამ ყველა თავის თავზე ფიქრობს.კაცობრიობა მხეცთა ორომტრიალს წარმოადგენდა,რომ საბედნიეროდ,ამ უზღვავ,თავის კუჭის გამაღმერთებელ ხალხში,რომელიც აღიარებს: “მეც იქ შევალ,სადაც თბილა,სადაც ტკბილა,თორემ მე თუ არ ვიქნები,ქვა ქვაზედაც ნუ ყოფილა”,აქა-იქ,როგორც ქვიშაში ოქრო,არ მოიპოვებოდნენ ისეთი ადამიანებიც,რომელნიც ზურგს აქცევენ მხოლოდ თავის კუჭზე ფიქრსა და სცდილობენ დაამყარონ საზოგადო კეთილდღეობა,რათა ერთი არ წყდებოდეს წელში შრომით და მეორე არ ხდებოდეს უსაქმურობით; ერთი არ კვდებოდეს შიმშილით და მეორე მაძღრობით; თანასწორად განაწილდეს ადამიანთა შორის ამ ქვეყნიური სიამოვნებანი “ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორედ მოეფინების’,რაც უნდა ამოქმედებდეს ასეთ პირებს,სათნოება თუ სახელის მოხვეჭის სურვილი,იგინი მაინც სრული ღირსნი არიან სიყვარულისა და პატივისცემისა, და, თუ გინდათ,მეტსაც ვიტყვი,თაყვანისცემასაც კი,რადგანაც ისინი რჩეულნი ბუნებანი არიან; ღვთის ამორჩეული თუ თავისი თავის – ეს ჩემთვის სულ ერთია.ამ ადამიანების მამოძრავებელია ზარმაცი უმრავლეს შემთხვევაში სიყვარულია,ქრისტიანული სიყვარული”. (ავტორი გენია.ჯი)