ნიკო ლომოური – “ეპიზოდი”
მძიმე სენისაგან შეჭირვებულ დიდ ქართველ მამულიშვილს – იაკობ გოგებაშვილს,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე სტუმრად მისი უდიდესი თაყვანისმცემელი,მწერალი,პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე – ნიკო ლომოური ეწვია.გამოთხოვებისას ნიკომ იაკობს ხელზე აკოცა და გამოჯანმრთელება უსურვა.იაკობმა თავის ყოფილ მოწაფეს ღიმილით მიმართა: ” – დეკანოზი ხომ არა ვარ,ხელზე რომ მკოცნიო?”
ნიკო ლომოურმა კი “დედა-ენის” ავტორს სრული გულწრფელობით უპასუხა: ” – რომელი დეკანოზის ხელი იქნება შენ ხელზე უფრო მადლიანი!” (ავტორი გენია.ჯი)