სალი მარგარეტ ფილდი – “ეპიზოდი”

დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი,მომღერალი რეჟისორი და პროდიუსერი - სალი მარგარეტ ფილდი,რომელმაც 1980-1985 წლებში ორჯერ მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის უდიდესი პრემია “ოსკარი”,ასევე ორგზის მფლობელია “ოქროს გლობუსის” და სამგზის “ემი”-ს პრემიების.იგი საკმაოდ აქტიური და ორიგინალური ცხოვრების სტილით მაცხოვრებელი შემოქმედია და ხშირად საკმაოდ სკანდალური განცხადებებითაც გამოირჩევა.სალი დიდი მოწინააღმდეგე გახლავთ პლასტიკური ქირურგიის და როგორც მისი ახლობელი ადამიანები ამბობენ,ის სიბერეს მეტად ფილოსოფიურ შეფასებას აძლევს.ალბათ,სწორედ ეს არის მიზეზი იმისა,რომ უკანასკნელ წლებში იგი თმებსაც კი არ იღებავს,რათა ჭაღარა “დამალოს”.გარდა ამისა სალი მარგარეტ ფილდი ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე გახლავთ მსოფლიოში წარმოებული ყოველი ომისა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულის მიმართ კი თავისი დამოკიდებულება მან 2007 წელს “გრემი”-თ დაჯილდოვების ცერემონიალზე განსაკუთრებულად ამაღელვებელი სიტყვებით დააფიქსირა.მან ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ხმამაღლა განუცხადა:

“მე სერიოზულად ვფიქრობ: მსოფლიოს,რომ მხოლოდ დედები და ქალები მართავდნენ,არ იქნებოდა დედამიწაზე წყეული ომები და აღარ მოგვიწევდა სასაკლაოებზე საკუთარი შვილების გაშვება.მერწმუნეთ,რომ ეს კი ყოველი ქალისა და დედისათვის უდიდესი ჯილდო იქნებოდა!”
გარდა ომის საწინააღმდეგო მოწოდებებისა,სალი მარგარეტ ფილდი ერთ-ერთი გამორჩეული დამცველია ქალთა უფლებებისა და იგი დიდი მხარდამჭერი გახლდათ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონის კანდიდატურის. (ავტორი გენია.ჯი) 2012 წელს სალი,ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით განსაკუთრებული აქტიურობისათვის და ჰუმანიტარული ქმედებებისათვის,დაჯილდოვებულ იქნა “Human Rights Campaing-ის პრემიით.