ილია ჭავჭავაძის – “მგზავრის წერილებიდან”
“ვაი რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა,წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დრე თავის ტანჯვითა,წვალებითა,ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი,ბნელო ღამევ,მეჯავრები შენ მე! (ავტორი გენია.ჯი) შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვის,მე მგონია,რომ ნახევარი უბედურებაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა.შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი.მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, – და აჰა,იბრძვის ადამიანი და დღევანდლამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია; აი,მიზეზი ქვეყნის უბედურობისა.ჰოი,ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე.შენის კალთის ქვეშა,ვინ იცის,რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის,ამ ბნელ ფარდის ქვეშ,რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე,რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა,რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასას და უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერობისა,საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა და უმეცრებისა.ჰოი,ბოროტო,წარვედ ჩემგან,დღეო ნათელო,მოვედ შენ!…” (ავტორი გენია.ჯი)
***
“კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი,რომელსაც ძილშიაც არა სძინავს ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.ჩემო ლამაზო ქვეყანავ,არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე,ვეთაყვანები”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“რაის ვაქნევ ცარიელ მშვიდობას ცარიელ სტომაქით.რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის,უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი,ჭია-ჭუაი,ქვემძრომი გამრავლდის,უდეგარ,უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა,თუ ერი ერობს? ცარიელ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის”.