ხოსე მარტი – “ტირანზე,ტყუილზე,ქალზე”

ტირანზე ამბობ?

კი,ბატონო,ზიზღით დათვერი,

აგინე,თათხე,

არ გამოგრჩეს რამე ტირანზე!

მონის,ჩაგრულის

მძვინვარებით თქვი ყველაფერი,

სამარცხვინო ბოძს

გააკარი,თუნდაც ყირაზე!

***

ტყუილზე ამბობ?

ქვემძრომობა რომელსაც ჰკვებავს?!

მის სიმუხთლეზე,

სიმდაბლეზე,ჩუმად მტრობაზე?

თქვი,კი,ბატონო,

თქვი ტყუილზე,რამდენიც გნებავს,

თქვი ყველაფერი

ტყუილზე და უმართლობაზე!

***

რაო,ქალზე თქვი?

მოწამლული რომც იყო ქალით,

მიტოვებული

და გაცვლილიც რომ იყო სხვაზე,

არ გამოიჭრა

არ გამომჭრა კისერი დანით,

მოკვდი და სიტყვა

არ წამოგცდეს აუგად ქალზე!