სასჯელი ყმებისთვის…
კაცთა მოდგმის მიერ დასჯის მეთოდების გამოყენების “მრავალფეროვნებას” რომ ზღვარი არ უდევს უცხო არავისთვისაა.ნებისმიერი ეპოქის ქვეყანაში ადამიანის მიერ ადამიანისვე დასჯის სხვადასხვა უსაშინლესი მეთოდები გამოიყენებოდა.ასევე იყო “განსაკუთრებული შოვინიზმით” ცნობილ რუსეთის იმპერიაშიც.კერძოდ,პოლონეთის ბოლო გვირგვინნაკურთხი მეფისა და რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ I (ნიკოლოზ პავლეს ძე რომანოვი) მმართველობისას,ყმებისათვის,უმნიშვნელო “დანაშაულისთვისაც” კი არსებობდა სასჯელი,რომლის დროსაც ადამიანს (არ ჰქონდა მნიშვნელობა ბრალდებული მამაკაცი იქნებოდა თუ დედაკაცი) დააბამდნენ ხოლმე გრძელი ფიცრის სკამზე და სცემდნენ კნუტებით (განსაკუთრებული მეთოდით დამუშავებული და გამოყვანილი ტყავის მათრახი,რომელთაც ძირითადად ცხოველების გასაწვრთნელად იყენებდნენ და იყენებენ დღემდე).აღნიშნული დასჯის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი ალექსანდრე სერიაკოვი შემდეგს იუწყებოდა:
“ბავშვური გულუბრყვილობით ვუყურებდი მე კნუტის მოქნევასა და დასჯილის გულს.პირველ დარტყმებს ჯვარედინად სცემდნენ – მარჯვენა მხრიდან მარცხენა გვერდისაკენ და მარცხენა მხრიდან მარჯვენა გვერდისაკენ.შემდეგ კი იწყებოდა ადამიანის ცემა ზურგის სიგრძე-სიგანეზე.ვფიქრობ,ჯალათი თავიდანვე ღრმად ჰკვეთდა კანს,რადგან ყოველი დარტყმის შემდეგ ის მარცხენა ხელით აცლიდა კნუტს სისხლის მთელ პეშვს.პირველი დარტყმების დროს ისმოდა დასჯილის ყრუ გმინვა,მაგრამ ის მალე წყდებოდა.შემდეგ მას ისე ჰკიდებდნენ როგორც ხორცს.ჯალათი 20 – 30 დარტყმის შემდეგ მიაშურებდა ხოლმე იქვე თოვლზე დადგმულ ბოთლს,დაისხამდა ერთ ჭიქა არაყს,გადაკრავდა და ისევ შეუდგებოდა ამაზრზენ საქმეს.ყველაფერი ეს ძალიან ნელა ხდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) დასჯას ესწრებოდნენ ექიმი და მღვდელი.როდესაც შეწყდებოდა დასჯილის კვნესა და სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა,დასჯილს გაუხსნიდნენ ხოლმე ხელებს და ექიმი მას სპირტს შეაყნოსებდა.დარწმუნდებოდნენ თუ არა რომ ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,მას ისევე მიაბამდნენ სკამზე და ცემა გრძელდებოდა.სასჯელი კნუტის ცემით არ თავდებოდა.ამის შემდეგ დასჯილს ბარაბანზე დასვამდნენ და დაკეპილი ხორცის მსგავს ზურგზე ტულუფს მოახურავდნენ.ჯალათი მარცხენა ხელით უბედურის შუბლს დაარტყამდა ბეჭედის ტარს.ნემსები შუბლში ჩაერჭობოდნენ და ამგვარად შუბლზე დაღს გამოხატავდნენ.ასეთივე წესით სწრაფად დაწერდნენ ხოლმე ასოებს ორივე ლოყაზედაც”. (ავტორი გენია.ჯი)