ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…

“არსებობს უდიდესი ძალა, – განთიადი.ამ ძალას ვერ დაამარცხებ.განთიადი მოვა,იგი უკვე მოსულია.განთიადს მოაქვს უდიდესი წყარო სინათლისა.ვინ დაუშლის განთიადს,რომ ციდან ნათელი მოჰფინოს კაცობრიობას.ძრძწოდეთ! ქვეყნის ნამდვილი მესვეური და პატრონი კარს გიკაკუნებთ”.

***

“მობილიზებული არმიის მრისხანე აჩრდილი,მთელი ეს პირქუში საომარი ვაკხანალია ბადებს მძაფრ მისწრაფებას მშვიდობისაკენ.ვიმეორებ დაჟინებით, – ვის სურს ომი? – მეფეებს; ვის სურს მშვიდობა? – ხალხებს.მე მგონია,რომ ამჟამად მზადდება ომისა და მშვიდობის შეტაკება,ომისა,რომლისკენაც წარსული ისწრაფვის, და მშვიდობისა,რომელიც აწმყოს სწყურია”. (ვიქტორ-მარი ჰიუგომ აღნიშნული სიტყვა წარმოთქვა 1877 წელს ლიონში). (ავტორი გენია.ჯი)

***

“თქვენ წამოიწყებთ სამარცხვინო ომს,თქვენ დაანახვებთ მსოფლიოს,რომ გერმანელები ვანდალებად იქცნენ,რომ თქვენ ხართ ცივილიზაციის ჩამკვლელი ბარბაროსები”. (ვიქტორ-მარი ჰიუგოს გენიალური წინასწარმეტყველება)

***

“შეამცირეთ რამდენიც გნებავთ ამომრჩეველთა სიები,ამოშალეთ მილიონობით ჩვენი მოქალაქის სახელები,წაართვით ფრანგებს პოლიტიკური თანასწორობა… თქვენ ვერ შეაჩერებთ ისტორიის მსვლელობას,თქვენ ვერ შესცვლით საათს,რომელმაც უკვე დაჰკრა,თქვენ ვერ შეაჩერებთ დედამიწის სრბოლას,თქვენ ვერ დააბრკოლებთ დემოკრატიული იდეების ზრდას…” (მიმართვა ფრანგ რეაქციონერებს)