ჟან ლერონ დ’ალამბერი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მათემატიკოსი,ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი - ჟან ლერონ დ’ალამბერი (1717-1783 წლები), რომელიც 1751-1757 წლებში დიდ ფრანგ მწერალთან და განმანათლებელთან – დენი დიდროსთან ერთად მუშაობდა “მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელოვანთა ენციკლოპედიის” შექმნაზე, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს და არ სცნობდა განსხვავებას სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის, წოდებისა თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს შორის, რასაც სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა მისი პირადი საქმეთა მმართველი ქალი.ამ მოტივით გაგულისებული და გაბრაზებული ქალი დიალამბერს მიმართავდა: ” – თქვენგან არასდროს არაფერი გამოვა. მთელი ცხოვრება მხოლოდ ასე დარჩებით – ფილოსოფოსად”. (ავტორი გენია.ჯი) მდივანი ქალი მიიჩნევდა, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გახლდათ მთავარი დაბრკოლება მისი შეფის – ჟან ლერონ დ’ალამბერის კარიერული წინსვლისა და კეთილდღეობისაკენ. დალამბერმა კი ჰკითხა: ” – და რას ნიშნავს, თქვენი აზრით ფილოსოფოსი? რაზეც ქალმა საპასუხოდ მიუგო – “ფილოსოფოსი გახლავთ ის სულელი, რომელიც მთელი ცხოვრება წვალობს იმისათვის, რომ ხალხმა მასზე ილაპარაკოს სიკვდილის შემდეგო”.