პეტრე იბერის შესახებ…

ქართველ წმინდანს,გენიალურ თეოლოგს,ფილოსოფოსსა და ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელს - პეტრე იბერს (411-491 წლები),სხვადასხვა დროის მეისტორიენი და მწერალნი შემდეგი სიტყვებით ამკობდნენ:

“გაუტეხელი წვალებასა და გაჭირვებაში,შევიწროებასა და დევნილობაში,დავიდარაბაში,მარხულობასა და ღამისთევაში,ბრძოლასა და გვემაში”.

***

“შეურიგებელი მებრძოლი ცოდვათა წინააღმდეგ,ძალმომრეობათა და მტარვალობათა წინააღმდეგ,ამა ბნელეთის თვითმპყრობელთა წინააღმდეგ,ბოროტ სულთა წინააღმდეგ”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“სწორუპოვარი სასწაულთა,საკვირველებათა და განკურნებათა ძალაში,წმიდა სულის ძალოვნებაში,სამართლიანობის უძლეველობაში”.

***

“მთელს მსოფლიოში საკვირველად სახელგანსმენილი ადამიანი”.

***

“უცნობი თვის ნებით,ნაცნობი ღვთის ნებით,ცნობილი ღმერთისათვის,ცნობილი ქვეყნისათვის”

***

“თვითონ ღარიბი,სხვათა უაღრეს მამდიდრებელი”.

***

“ყველაფრის უქონელი და ყველაფრის მქონებელი”.

***

“მფლობელი ზეციურ განძთა”.

***

“გული,აზრი და ქცევა მისი – უცილობელი ყველა დროისთვის”.

***

“მართალი რწმენის შუქურა-სვეტი”.

***

“სამკაული და სიქადული ქართველთა”.

***

“მშვენება და დიდება საქართველოსი”.

***

“ნიმუში ყოველი სიკეთისა და ვაჟკაცური ცხოვრებისა”.

***

“მრავლისჟამიერ მოწამე”.

***

“კედელი მთელი დედამიწისა”.

***

“მოსიყვარულე ღვთაებრივი მამა”.

***

“მეოხე მთელი ქვეყნისა”.

***

“ყველასთვის ძვირფასი”. (ავტორი გენია.ჯი)