ანტონ ჩეხოვი წერდა…
„არასოდეს ჩემი თავი მე არ მომწონდა. მე არ მიყვარს ჩემი თავი, როგორც მწერალი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაღაც ბურანში ვარ გახვეული და ხშირად თვითონ არ მესმის ის, რასაც ვწერ… მე მიყვარს ეს წყალი, ხეები, ცა, ვგრძნობ ბუნებას, იგი ჩემში აღძრავს დაუძლეველ სურვილს, რომ ვწერო. მაგრამ მე ხომ მხოლოდ პეიზაჟისტი არა ვარ! ამას გარდა, მე ხომ მოქალაქე ვარ. მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი. მე ვგრძნობ, რომ თუ მწერალი ვარ, მოვალე ვარ ვლაპარაკობდე ჩემ ხალხზე, მის ტკივილებზე, მის მომავალზე; მოვალე ვარ ვილაპარაკო მეცნიერებაზე, ადამიანის უფლებებზე და სხვადასხვა. და მეც ვლაპარაკობ ყველაფერ ამას, ვჩქარობ, მაჩქარებენ, გული მოსდით და მეც იმ მელიასავით ვაწყდები აქეთ-იქით, ირგვლივ ძაღლები რომ შემორტყმია; ვხედავ, რომ ცხოვრება, მეცნიერება, სულ წინ და წინ მიექანება, მე კი სულ უკან და უკან ვრჩები ისე, როგორც ის გლეხი, რომელმაც მატარებელს ვერ მიუსწრო. ბოლოს და ბოლოს ვგრძნობ, რომ მხოლოდ პეიზაჟის ხატვა მეხერხება, ყველაფერ დანარჩენში ყალბი ვარ, ყალბი…” – (ავტორი გენია.ჯი)