შოთა იათაშვილის მოსაზრებები…
“მკითხველო,იცი როგორაა? მთელი ცხოვრება მოვდიოდი და მოვდიოდი და უხსოვარი დროიდან სულ “უბრალოდ”,მარტივად ცხოვრება მინდოდა.სულ ვეცემოდი და ვდგებოდი და სულ ველოდებოდი,რომ ერთხელაც ეს “მარტივი” ცხოვრება ჩემთანაც მოვიდოდა.უბრალოდ მეყვარებოდა,დავისვენებდი,უბრალოდ დავიღლებოდი,უბრალოდ ვიცხოვრებდი.არაფერი უბრალოდ არ გამოვიდა.ყველაფერი სხვანაირად გამოვიდა.მადლობელი ვარ ადამიანების,ღმერთის,რომ,უპირველესად,საკუთარი თავი მიწაზე გართხმულს მიწაშივე მაძებნინა და იმისიც,რომ ეს გზა ჩემთვის გამოიმეტა.ხანდახან ადამიანები ლაპარაკობენ და არ მესმის,ხანდახან ადამიანები ჩუმდებიან და არ მესმის,მაგრამ ყოველთვის მესმის,როცა მათ სტკივათ.ხდება ასეც – ტკივილისთვის იბადებიან.ეს ტკივილი კიდევ წარსულშიც და მომავალშიც ერთია”. (ავტორი გენია.ჯი)
***
” – ბევრი ტლუ ადამიანია,რომელსაც მიაჩნია,რომ თავისუფალია.მაგრამ ერთხელ მოვიდა ადამიანი ამ უთვალავი საიდუმლოებით მოცულ სამყაროში, და ის,ვინც ამ იდუმალებით,მისი შეცნობით არ არის დაინტერესებული,არანაირად არ მიმაჩნია თავისუფლად.თუ სამყაროსთან ჭეშმარიტი კონტაქტი გაგიწყდა და მარტივად,ზედაპირულად ცხოვრობ,თავისუფლების სტანდარტული გაგებით, – ვერაფრით მიაღწევ მას.შეიძლება,კაცი რაღაც იდეოლოგიის ერთგული იყოს და ამ იდეოლოგიაში თითქოსდა თავისუფალიც,მაგრამ ასეთი თავისუფლებაც მწირია.ასეთ ვიწრო პრიზმაში მას ვერ შეიგრძნობ.ამიტომ ამ ერთხელ მოცემულ სიცოცხლეში თავისუფლება ჩემთვის სამყაროს შეცნობაა”. (ავტორი გენია.ჯი)
***
” – თუ ფიზიკოსები პოეტები არიან,მაშინ მათემატიკოსები მეტაპოეტები გამოდიან.ფიზიკა გარემოზე მიბმული მეცნიერებაა და სამყაროს ისე იკვლევს,როგორც,მაგალითად,ბიოლოგია – ადამიანის ორგანიზმს,მათემატიკას კი სრულიად არ აინტერესებს შენი ადგილმდებარეობა.ის ადამიანის წარმოსახვაა,რომელიც დედამიწაზე ხარ,კოსმოსში,თუ იმის იქით,ყველგან ერთია.ჩაწერის პრინციპებია სხვადასხვა,თორემ უცხოპლანეტელების მათემატიკა რომ შეისწავლო,იმათიც იგივე იქნება”.
P.S. ზემოთ განთავსებული ფოტო აღებულია საიტიდან: burusi.wordpres.com