“ეფრემ-ვერდი” – (ოთხი რამ…)
ოთხი რამეა დაუბრუნებელი:
ქვა ხელიდან ნატყორცნი,სიტყვა პირიდან გამოშვებული,გარდასული ჟამი,გავლილი შემთხვევა.
ოთხი რამე კაცსა გახდის ხარბსა:
შიში უქონლობისა,რიდი სხვის მსახურობისა,შური სხვების მიმართ,სიმრავლე შვილთა.
ოთხი რამით შერცხვება კაცი:
გლახაკობით,შეურაცხყოფით,სხვის ხვეწნით,ამხანაგთაგან გაძევებით. (ავტორი გენია.ჯი)
ოთხი რამეა უფასო:
სწავლა,ჯანმრთელობა,თავისუფლება,სათნოება.
ოთხი რამეა გაუქრობელი:
ცეცხლი,მიწა,ჯოჯოხეთი,დედაკაცი.
ოთხი რამე მართებს შეგირდსა:
მასწავლებლის პატივისცემა,სმენის მოწადინება,ხშირად განმეორება ნასმენისა,რჩევის კითხვა მეცნიერთაგან.
ოთხი რამეა თვალის საამური:
მშვენიერება,სხვადასხვა ფეროვნება,გარეგანი შეხედულება,სიწმინდე ჰაერისა.
ოთხ რამეს ვერ მისწვდება კაცი გაურჯელად:
საქებრობას,უმაღლეს სწავლას,სიმდიდრეს,ბატონობასა. (ავტორი გენია.ჯი)
ოთხი რამე მართებს აღსარების მთქმელთა:
აღსარება პირითა,სინანული გულითა,გარდახდა საქმითა,შედგომა კეთილ საქმეთა.
ოთხი რამისგან წარმოსდგება სიძულვილი:
გარყვნილი ლაპარაკით,შეცოდებით,სიხარბით,დაფანტვით მონაგებისა.
ოთხი რამე არღვევს სიმართლეს:
სიყვარული,სიძულვილი,შიში,სურვილი.
ოთხი რამით კაცი პატივსაცემი ხდება:
ქონებით,ღონიერებით,სწავლულობით,გრძნეულებით.
ოთხი რამით კაცი ხდება სიკეთის მქნელი:
სარგებლობით,შიშით,იმედით,სიყვარულით.
ოთხი რამე მოსდევს განრისხებას:
წაგება ჭკუისა,უმეცრება თავისა,უკეთური საქნელი,უღვთო სამართალი.
ოთხი საქმეა მეტად საქები:
ყოველთვის კეთილი,დაცვა სიმართლისა,ხელის აპყრობა დაცემულთა,შველა ნატრულთა.
ოთხი რამე ემჩნევა მოღალატეთ:
სიტკბო ენისა,სიშხამე ნაღველისა,ცრუ სიცილი პირისა,სიბოროტე საქმისა.
ოთხი რამით უშავდება ქვეყანას:
მსახური როცა გამეფდება,რეგვენი როცა გაბატონდება,გარყვნილი ქალი როცა ქორწინდება,მოახლე როცა გამდიდრდება.
ოთხი რამე აძლიერებს კაცსა:
გამოცდილება,ღონიერება,მამაცობა,სისუსტე მტრისა.
ოთხი რამით კაცსა ეხალისება სწავლა:
პატივის მოყვარეობით,კითხვის ადვილებით,გამდიდრების სურვილით,ღვთის ნიჭით.
ოთხი რამე ვერ მოიპარვის კაცთაგან:
სწავლა,საწადელი,ხელობა,ჭკუა.
ოთხი რამე უნდა კაცმან ნიადაგ დაიხსომოს:
სრული სიყვარული ამხანაგისა,კეთილი ლაპარაკი ყველას შესახებ,გაწვრთნა უსწავლელისა,მუდამ პატივისცემა მოხუცისა.
ოთხი რამით ჩნდება მტრობა:
გარყვნილი ლაპარაკით,არშიყობით,სიხარბით,დაცინვით.
ოთხი რამ არ მართებსთ პირთა ბრძენთასა:
აქებდნენ არ საქებსა,არ აქებდნენ საქებსა,წინააღმდეგობა რაც არ ესმის,უდიერება მეზობელთან. (ავტორი გენია.ჯი)
ოთხი რამ ყველაზე კარგია ყველასათვის:
სიბრძნე,გულმოდგინება,მშვიდიანობა,სინანული.
ოთხ რამეს ვერ გაექცევა კაცი:
მომავალს სიბერესა,დაკარგვას ნათესავისა,უბედურების შესწრობასა,სიკვდილის მოახლოვებასა.
ოთხი რამე მართებს შვილსა მამისა:
პატივისცემა მისი,მორჩილება მისი,არ გარისხება მისი,ყოველთვის შველა მისი. (ავტორი გენია.ჯი)