ალექსანდრე გერცენი წერდა…
“ჩვენი ცხოვრება თავისა თვისისაგან მუდმივი ლტოლვაა,თითქოს მუდამ ჟამს სინდისის მხილება გვდევნის და გვაფრთხობს.დადგება თუ არა საკუთარ ფეხზე ადამიანი,მაშინვე ყვირილს იწყებს,რათა ჩააქროს ის ხმა,რომელიც თვის გულში ესმის.როცა მოწყინდება,დროს გასატარებლად მირბის; როცა უსაქმოდაა – რამე საქმეს იგონებს; სძულს მარტოობა,ამიტომ ყველას მეგობრობს,ყველაფერს კითხულობს,სხვის საქმეში ერევა,საჩქაროდ ცოლს თხოულობს.ვინც ამგვარი ცხოვრება ვერ მოახერხა,სხვა და სხვა გვარად ითვრება: ღვინით,ძველი ფულის შესწავლით,ბანქოს თამაშით,ქალებით,ქველმოქმედებით; შეტოპავს ხოლმე მისტიციზმში,ემხრობა იეზუიტებს,აუტანელ შრომას კისრულობს და ყველა ეს უფრო ადვილად ეჩვენება,ვიდრე ის მრისხანე ჭეშმარიტება,რომელიც მის გულში სთვლემს.
ჩვენ გვეშინია ჩვენი ცხოვრების გამორკვევის,ვშიშობთ,რათა არ დავინახოთ,რომ თვით გამოსარკვევი საგანი სისულელეა; ხელოვნურად ვქმნით ყოველდღიურ ფაცა-ფუცს,მოუცლელობას,სხვადასხვა ყალბ მწუხარებას; თითოეულ ნაბიჯს მოხერხებულად ვასრულებთ; ამგვარად თითქოს ძილში განვლით ამ წუთისოფელს და ისე ვკვდებით ამ წვრილმან და უაზრო აურზაურში,რომ გონს არ მოვდივართ”. (ავტორი გენია.ჯი)