კონსტანტინე გამსახურდიას მონოლოგი ლადო ასათიანთან…
“ჩემო მეგობარო, – მეგობრობით შეგნებულად გოგმართავ,რადგან ჩემი სიტყვის მეგობარს ჩემად ვთვლი.უკანასკნელ ხანს ისე კარჩაკეტილია ჩემი ცხოვრება,რომ გარესამყაროდან კანტიკუნტად თუ შემოაღწევს ისეთი ტბილი სიტყვა,როგორიც თქვენგან მესმის.საერთოდ,აღარავისა და აღარაფრისათვის დამრჩენია მოცლა ამქვეყანაზე.ნამდვილი ანაქორეტის ცხოვრებას ვეწევი,რადგან უამისოდ ვერაფერს გააკეთებს ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი) ამჟამად ვერიდები მძაფრ შთაბეჭდილებებს და ადამიანებთან შეხვედრას მრავალგზის,რათა ერთხელ დამყარებული განწყობილების დონე შემრჩეს.
…მე მგონია,მწერლის ერთადერთი ჰონორარი ეს ის სიყვარულია,რომელსაც უცნობი ადამიანებისაგან გაიგონებ.ამ დილით ფოსტალიონმა გამაღვიძა,ღამენათევი.ერთმა მოსკოველმა ჭაბუკმა ფრიად ტკბილი ბარათი მომწერა.ხანაც დაფიქრებული ვრონიებქუჩაში და ვიღაც უცნობი წამომეწევა და მელაპარაკება იმ სიყვარულის გამო,რაც დამითესია მის გულში,სხვა რაღაა? თითქმის არც ერთი ჩემი წიგნი ხანგრძლივად არ არის ჩემს წიგნსაცავში.ჩვენ,პოეტები და მწერლები,ყველაზე საწყალნი ვართ, – გამოითქმის ტანტალოსი.საშინელია,მაგრამ ტკბილი წაწყმედაცაა შემოქმედება და, ვინც ამ თრიაქით მოიშხამება,მშვიდობა არ უწერია მის სულს.
სხვა ყოველივე ამაოების ჟღარუნია მხოლოდ.ვგონებ,შემოქმედებაც.ასე ვფიქრობ ხანდახან. და ეს იმიტომ,რომ ბუნება დედალ ღორსა ჰგავს გააფთრებულს,საკუთარი გოჭების მმუსვრელს.ვინ იცის,ეგებ,ყოველივე თებესა და პომპეის დაამსგავსოს დროთა ბრუნვამ…
…ჩვენი ჟურნალ-გაზეთების არსებობა სასიხარულო მოვლენად მიმაჩნია,მაგრამ უნდა მოგახსენოთ,ძალიან გულნატკენი ვრჩები ყოველთვის,როცა უსამართლოდ გამაბიაბურებენ და გამკილავენ… (ავტორი გენია.ჯი) თუ რომელიმე კრიტიკოსი სტილის გამო წერილის წერას დაიწყებს,მე უნდა დამეტაკოს და ჩემი “არქაული სიტყვაქმედობა” ასე დაასაბუთოს: რად ხმარობსო ჰაე-სა და ასე შემდეგ.ნუთუ მწერალს არა აქვს უფლება,როცა კონტექსტი მოითხოვს,XIX საუკუნის ლექსიკას გასცდეს? უნდა გაიგოს კრიტიკოსმა,რომ ეს არქაული არაა.მარსელ პრუსტი უახლოეს ფრანგულში,საშუალო საუკუნის ძველი ფრანგულის ლექსიკონიდან სესხულობდა სიტყვებს…”