იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ,მისი მეუღლე – კონსტანცა დანიელ დიპლომატზე – გეორგ ნიკოლაუს ფონ ნისენონმზე დაქრწინდა.თუმცა ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ კონსტანცას მეორე მეუღლეც გარდაეცვალა.დანიელი დიპლომატის საფლავის ეპიტაფიად კი შემდეგი სიტყვები იქნა გამოყენებული – “ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ქვრივის ქმარი”. (ავტორი გენია.ჯი)
2. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს (CIA),ხშირად მოიხსენიებენ,როგორც – “ბინძური საქმეების დეპარტამენტი”.
3. “გაფკის სკალა” წარმოადგენს იმ სკალას,რომლის მეშვეობითაც მიკროსკოპული დაკვირვების შედეგად სისხლში კოხის ჩხირების რაოდენობას ადგენენ.
4. შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნესა და კათოლიკე წმინდანს – თომა აქვინელს (1224-1274 წლები),”ანგელოზების დოქტორს” უწოდებდნენ.
5. პირველი რამ,რასაც მეცნიერები და მკვლევარები გალაქტიკაში გაბნეულ პლანეტებზე ეძებენ – წყალია.
6. “ნობელის პრემიის” გადაცემა ეკონომიკის დარგში დაწესებულ იქნა მხოლოდ 1968 წელს და მისი ავტორი გახლავთ შვედეთის ეროვნული ბანკი.მას შემდეგ,ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები მხოლოდ მამაკაცი მეცნიერები და ეკონომისტები იყვნენ,თუმცა პირველი და ერთადერთი შემთხვევა,როდესაც ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ქალს მიენიჭა,დაფიქსირებულ იქნა 2009 წელს ამერიკელი ეკონომისტი ქალისა და ფილოსოფიის დოქტორის – ელინორ ოსტრომის შემთხვევაში.
7. დიდ ამერიკელ მსახიობს – ლეონარდო დი კაპრიოს,სახელი მშობლებმა გენიალური იტალიელი არქიტექტორის,გამომგონებლისა და ხელოვანის – ლეონარდო და ვინჩის საპატივცემულოდ უწოდეს.როგორც ცნობილია,ლეონარდოს მშობლები საქორწინო მოგზაურობის დროს იტალიაში იმყოფებოდნენ,რა დროსაც უფიცის გალერეაში ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთ ტილოს ათვალიერებდნენ.სწორედ ამ დროს ენძრა პირველად მუცელი მომავალი მსახიობის დედას,რამაც განაპირობა კიდეც მისთვის – ლეონარდოს სახელის დარქმევა.
8. ძველ რომში,ცნობილი და გავლენიანი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში,დაკრძალვის დღეს ჭირისუფალი სპეციალურად იწვევდა “არქიმიმის” თეატრის უფროს კლოუნს,რომლის მოვალეობასაც წარმოადგენდა გარდაცვლილის ჟესტების იმიტაციების შესრულება.იმისთვის,რომ ეფექტი კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო,კლოუნი იმოსებოდა გარდაცვლილის ტანისამოსითა და ისეთი ნიღბით,სადაც გარდაცვლილის სახე იყო გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი)
9. დიდმა შოტლანდიელმა დრამატურგმა,რომანისტმა და ავტორმა საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრისა “პიტერ პენი” – ჯეიმს მეტიუ ბარიმ (1860-1937 წლები),გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა ანდერძი,სადაც ხაზი გაუსვა იმას,რომ მისი ქონების უდიდესი ნაწილი გადასცემოდა ლონდონში არსებულ – “გრეით-ორმონდ-სტრიტის ბავშვთა საავადმყოფოს”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ შოტლანდიელი დრამატურგის მიერ ნაანდერძევი თანხები,აღნიშნული ბავშვთა საავადმყოფოს სრულ ბიუჯეტს შეადგენდა რამდენიმე წლის განმავლობაში.
10. ცენტრალურ ამერიკაში მდებარე სახელმწიფო – ბელიზი,ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში,სადაც ოფიციალური კანონმდებლობით არის დაცული – იაგუარი.