მარინა ყიფიანი-მაისურაძე – “მენატრება”
მენატრება საქართველოს ლურჯი ზეცა,
მაგონდება დედის სახე ნატრული,
მამის თბილი,ჩვილი გული მენატრება,
ცხელი პური,ჩემს თონეში ჩაკრული.
ჩემი ეზოს ბილიკები ქვაფენილით,
დედის ხელით გადარგული ვარდები,
მამის შრომა მოფუსფუსედ ვაზის ძირში,
ქართულ ლექსზე მოტრფიალე ჰანგები.
მენატრება ჩემი სკოლის ის მერხები,
სადაც ერთ დეოს “აი ია” ვისწავლე,
სადაც ჩუმად სტრიქონები მიწერია,
ლექსის მუზა მე იქიდან ვიწამე.
მენატრება ვარსკვლავებით სავსე მთვარე,
ამაზე კარგს კაცი რაღას ინატრებს,
გაზაფხულის თქეში წვიმა მენატრება,
ნაწვიმარზე უცებ გამოიდარებს.
ენძელების სურნელება მენატრება,
ბუჩქის ძირას თავდახრილი იები,
მოფარფატე პეპელების ჭრელი გუნდი,
თაკარა მზე თავის მწველი სხივებით.
საქართველო,ჩემი ხალხი მენატრება,
სიმღერა და შეძახილი ქართული,
გული ტირის,უკვე ისე მენატრება,
ღმერთო,ასე რად გამხადე ნატრული?!
* * * * * * * * *
P.S. მარინა ყიფიანი-მაისურაძე გახლავთ ქართველი ემიგრანტი პოეტი ქალბატონი,რომელიც წლებია საბერძნეთში ცხოვრობს.