თავდასხმა ირანის საელჩოზე – “ეპიზოდი”
1980 წლის 30 აპრილს,დღის 11:30 წუთზე ლონდონში განთავსებულ ირანის საელჩოზე კბილებამდე შეიარაღებულმა 6-მა არაბმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა,რის შედეგადაც მძევლად იქნა აყვანილი 26 ადამიანი,მათ შორის საელჩოს თანამშრომლები და საელჩოს სტუმრები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მძევალთა შორის იმყოფებოდა ტელეკომპანია ბი-ბი-სის ერთ-ერთი ჟურნალისტიც.დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ,ტერორისტებთან იმთავითვე დაიწყო მოლაპარაკებები მძევლების განთავისუფლების თაობაზე.რამდენიმედღიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ,ტერორისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ორი მძევლის განთავისუფლების შესახებ.როგორც მძევლად აყვანილი ბი-ბი-სის ჟურნალისტი შემდგომ იგონებდა,ტერორისტებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს,რომ 26 მძევლიდან გაენთავისუფლებინათ ერთი ორსული ქალბატონი და ერთიც ის მამაკაცი,რომელიც მთელი ტყვეობის განმავლობაში,ღამით ძილის დროს საშინლად “ხვრინავდა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. 1980 წლის 5 მაისს დიდი ბრიტანეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა (სას-მა) შტურმი განახორციელა საელჩოზე,რასაც ხუთი ტერორისტის დაღუპვა და ერთი დაჭრილის (22 წლის – ფოუზი ნეიადის) ცოცხლად აყვანა მოყვა,გარდა ამისა დაიღუპა ორი მძევალიც. (ავტორი გენია.ჯი)