იონ გნარ კრისტინსონი – “ყველაზე საუკეთესო პარტია”
2010 წელს,ისლანდიის დედაქალაქის რეიკიავისკის საკრებულოსა და მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო,ქვეყანაში ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობის,მწერლისა და პოლიტიკოსის – იონ გნარ კრისტინსონის მიერ დაარსებულმა – “ყველაზე საუკეთესო პარტიამ”. (ავტორი გენია.ჯი) კომიკოსის მიერ შექმნილი პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგები კი ერთობ არაორდინალური და პოპულისტური გახლდათ.პარტიის პროგრამაში ხაზგასმით იყო მითითებული,რომ ისინი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას არც ერთ დანაპირებს არ შეუსრულებდნენ.გარდა ამისა,”ყველაზე საუკეთესო პარტიის” პროგრამაში ეწერა,რომ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები ფარულად კორუმპირებულები იყვნენ,ისინი კი მოსახლეობას ჰპირდებოდნენ,რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,თავად ღიად იქნებოდნენ კორუმპირებულები.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, 2010 წლის რეიკიავიკის მერისა და საკრებულოს არჩევნები,სწორედ იონ გნარომმა და მისმა პარტიამ მოიგო,მათ საერთო ჯამში 34,7% მიიღეს,რაც სრულიად საკმარისი იყო გამარჯვებისათვის.შესაბამისად,იონ გნარ კრისტინსონი არჩევნების შემდეგ რეიკიავიკის მერი გახდა,ხოლო მის მიერ დაარსებულმა – “ყველაზე საუკეტესო პარტიამ” ქვეყნის დედაქალაქის საკრებულოში ‘უმრავლესობით” შეაბიჯა. (ავტორი გენია.ჯი)
იონ გნარ კრისტინსონი