ნანა ცინცაძე – “უამრავ კითხვათაგან მაწამებს ერთი”

უამრავ კითხვათაგან მაწამებს ერთი:

როდესაც კაცს ქმნიდა – ტიროდა ღმერთი?

ამ კითხვას მოჰყვება სხვა კითხვა პატარა:

როდესაც ქალს ქმნიდა – ტიროდა სატანა?

მერე ეს კითხვები ლაგდება ცეცხლთან,

იწყება ცხოვრება – თამაში ვერცხლთან.