“პატრიოტული იდეა”
ომს რომ ძალიან დიდი “კუჭი” აქვს უცხო არავისთვისაა.ამიტომაცაა,რომ მეომარი ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ ამა თუ იმ ფორმით გაუღვიძონ ხალხს პატრიოტიზმის გრძნობა და მათ,თავიანთი სამშობლოსათვის გააღებინონ არა მარტო სიცოცხლე,არამედ ფინანსური რესურსებიც.ასევე იყო პრუსიისა და ნაპოლეონის არმიებს შორის დაპირისპირების დროსაც. 1813 წელს,პრუსია ნაპოლეონის წინააღმდეგ იბრძოდა.სწორედ ამ დროს გამოვიდა პრუსიის პრინცესა მარია ანა ამალია ჰესენ-ჰამბურგელი (1785-1846 წლები) ერთობ პატრიოტული იდეით.მან გერმანელ ქალებს საჯაროდ მოუწოდა,რომ სახელმწიფოსათვის ოქროს სამკაულები გადაეცვალათ ისეთივე ფორმის სამკაულებში,როგორებსაც გაიღებდნენ ისინი ქვეყნისათვის.განსხვავება სამკაულებს შორის ის იყო,რომ გერმანელი ქალბატონები გასცემდნენ ოქროს და სამაგიეროდ იღებდნენ რკინას.ამ მეთოდით შემოსული თანხებით კი ივსებოდა ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნის ბიუჯეტი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ყოველ გადაცვლილ რკინის სამკაულს გააჩნდა შემდეგი სახის წარწერა: “ოქროს გავცემ რკინისათვის”.პრუსიელმა პრინცესამ,გერმანელ ქალებს თავად მისცა მაგალითი და მალევე მისი პატრიოტული იდეა საყოველთაოდ პოპულარული გახდა.შესაბამისად,რკინისაგან დამზადებული სამკაულები ერთგვარად იქცა მოდურად,ხოლო მისი ტარება კი პრესტიჟულად,რადგან ეს ხაზს უსვამდა რკინის სამკაულების მფლობელების მიერ სამშობლოსათვის გაღებულ “მსხვერპლს”.როგორც ვარაუდობენ, 1813 წელს,სწორედ პრინცესა პატრიოტულმა იდეამ შთაუნერგა პრუსიის მეფეს ფრიდრიხ ვილჰელმ III-ეს,რომ დაეარსებინა გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და საუკეთესო ჯილდო – “რკინის ჯვარი”. (ავტორი გენია.ჯი)
“რკინის ჯვარი”