„ფრაზეოლოგია ნაწარმოებებიდან”
1. „მაშინ არ ვიცოდი, რომ ყველაფერი მხოლოდ იმ წუთს მთავრდება, როცა ღმერთი თვალებს დაგვიხუჭავს და მარადიულ წყვდიადში წაგვიყვანს, და კაცთაგან არავინ უწყის, არის თუ არა ესეც ყველაფრის დასასრული. და ვიდრე მარადიულობაში შერწყმის ამ იდუმალ წამამდე ერთი ღამე მაინც დარჩენილა ან ერთი პატარა განთიადი, ერთი მზის ამოსვლა, ნურავინ იფიქრებს ყველაფერი დამთავრდაო… ყველაფერი მაშინ იწყება!” – თამაზ ბიბილური (ჟამი კითხულისა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „დიდი ცოდვა ჩაიდინა მან, ვინც ცნობიერება გამოიგონა. მოდი, რამდენიმე საათით მაინც დავკარგოთ იგი”. – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (სასტუმრო რიცისოდენა ალმასი)
* * *
3. „ჩვენ უზენაესი არსებანი ვართ, ადამიანის გენიის მთელი ძალა რომ შეგვეგნო და მხოლოდ უდიდესი მიზნებისათვის გვეცხოვრა, მაშინ ღმერთები გავხდებოდით. მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდებოდა. კაცობრიობა გადაგვარდება და გენიაც უკვალოდ გაქრება!” – ანტონ ჩეხოვი (სახლი მეზონინით)
* * *
4. „ადამიანი კვლავ ყველაზე მტაცებელ და უწმინდურ ცხოველად დარჩა და ყოველივე ეს იმის მაუწყებელია, რომ კაცობრიობის უმეტესობა გადაგვარდა და სამუდამოდ დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა”. – ანტონ ჩეხოვი (სახლი მეზონინით)
* * *
5. „არ შეიძლება ასე ქარაფშუტულად მოექცეთ იმას, როგორიცაა ქალწულობა, მას თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდე გათხოვებამდე”. – ან’და სერჟ გოლონები (ანჟელიკა)
* * *
6. „ოჰ, ბატონებო, ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე ძალიან ბევრს! განა მას შემდეგ, რაც სამყარო შეიქმნა, ვინმემ შესძლო ქალის გულისწადილის გაგება და ვინმე მიხვდა, რა წარმოშობს მასში ვნებას? მაშ მოდი, მოწიწებით შევჩერდეთ ამ იდუმალების ზღურბლზე! თორემ ყველა ქალის კოცონზე დაწვა მოგვიწევს!”. - ან’და სერჟ გოლონები (ანჟელიკა) – (ავტორი გენია.ჯი)