იროდიონ ევდოშვილის “მოსწრებული ხუმრობა”
გამოჩენილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს – იროდიონ ევდოშვილს (1873-1916 წლები),მთელი ცხოვრების გატარება გაჭირვებასა და გადასახლებაში მოუწია.მიუხედავად ამისა,მისი ბუნება ისეთი იყო,რომ მოწყალებისათვის და დახმარებისათვის იშვიათად აწუხებდა მეგობრებს.გაჭირვებამ და ცუდმა კვებამ იროდიონის ორგანიზმი იმდენად დაასუსტა,რომ სენისათვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო.მას არ გააჩნდა არავითარი საშუალება,რომ წესიერ პირობებში ეცხოვრა და უკვე დასნეულებულს ნორმალური მკურნალობა ეწარმოებინა.ერთ-ერთ ზაფხულს მკურნალი ექიმი მწოლიარე ავადმყოფს იროდიონს ეწვია და გასინჯვის შემდეგ მასთან საუბარი გაუბამს.საუბრის დროს ექიმის ყურადღება ევდოშვილის საღმა კბილებმა მიიპყრო და გულუბრყვილოდ უთხრხა კიდეც: “იროდიონ,რა კარგი კბილები გაქვსო”.ევდოშვილს კი,ექიმისათვის მოსწრებული ხუმრობით უპასუხია: “რომელი ნაირ-ნაირი საჭმელები გამიფუჭებდა კბილებსო”, – და ამ სიტყვებში მთელი მისი ცხოვრების ამოცნობა არის შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი)