ედუარ მანე – “ესპანელი გიტარისტი”
“ესპანელი გიტარისტი” – წარმოადგენს დიდი ფრანგი მხატვრის,გრავიორისა და იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ედუარ მანეს (1832-1883 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით შესრულებულ შესანიშნავ სურათს.ტილოს სიმაღლეა 147,3 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 114,7 სანტიმეტრი.ფრანგმა მხატვარმა სურათზე მუშაობა საკუთარ სალონში 1860 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) მანემ სურათზე გამოსახული ესპანელი გიტარისტის ნატურად სპეციალურად ესპანელი მამაკაცი შეარჩია.თავად სიუჟეტი კი ასახავს ხის სკამზე გიტარით ხელში მჯდომ ახალგაზრდა ესპანელ მამაკაცს,რომელიც უკრავს გიტარაზე და მღერის.ტილო შესრულებულ იქნა გენიალური ესპანელი მხატვრის – დიეგო ველასკესის ადრეული შემოქმედების მიხედვით,სადაც იგი ფართოდ ასახავდა სცენებს ხალხური ცხოვრებიდან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტილოს ავტორმა სურათის შექმნაზე მუშაობა ძალიან სწრაფად დაასრულა,რამაც გამოიწვია ის,რომ მას ყურადღება არც კი მიუქცევია იმისათვის,რომ ესპანელი გიტარისტი მემარცხენედ (ცაციად) გამოსახა.მიუხდავად ამისა,მანეს სურათში არავითარი ცვლილება აღარ შეუტანია.
“ესპანელი გიტარისტი” და “ოგიუსტ და ეჟენ მანეები,მხატვრის მშობლები”,პირველი სურათები გახლდათ მხატვრისა,რომლებიც პარიზის სალონის ჟიურის მიერ იქნა მოწონებული. 1861 წელს,კი “ესპანელი გიტარისტი” პარიზის სალონზე წარადგინეს და მან იმთავითვე დიდი აღიარება მოუტანა მხატვარს. 1872 წლის იანვარში,იგი 3 000 ფრანკად შეძენილ იქნა ცნობილი ფრანგი კოლექციონერის – პოლ დიურან-რიუელის მიერ.თუმცა,გაყიდვიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ “ესპანელი გიტარისტი” კვლავ გაიყიდა,ამჯერად 7 000 ფრანკად და მისი მფლობელი გახდა გამოჩენილი ფრანგი საოპერო მომღერალი,კომპოზიტორი და ერთ-ერთი უდიდესი მოყვარული მანეს შემოქმედებისა – ჟან-ბატისტ ფორი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფორის კოლექციაში მანეს 67 სურათი იყო დაცული. 1906 წელს,ტილო კვლავ გაიყიდა და იგი შეიძინა სურათის ძველმა მფლობელმა – პოლ დიურან-როუელმა,რომელმაც მასში 20 000 ფრანკი გადაიხადა. 1907 წლის მაისში,მანეს დიდებული ნამუშევარი – “ესპანელი გიტარისტი”,ნიუ-იორკელმა – უილიამ ჩიორჩ ოსბორნმა,იმ პერიოდისათვის უზარმაზარ თანხად 150 000 ფრანკად შეისყიდა. 1949 წელს,კი მან ტილო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ხელოვნების მუზეუმს – “მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს” გადასცა საჩუქრად,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)