ოცელოტი

ოცელოტი – წარმოადგენს კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთ მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველს.მისი გავრცელების უმთვრესი არეალებია – ცენტრალური ამერიკა,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთი და ცენტრალური რეგიონები,ამასთანავე ტეხასის შტატი (ა.შ.შ.).მათი პოპულაცია საგრძნობია ზემოაღნიშნულ რეგიონებში განთავსებულ ტროპიკულ ტყეებში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი განსაკუთრებით ერიდებიან და გაურბიან ღია სივრცეებში ცხოვრებას.ოცელოტის სიგრძე (თავიდან კუდამდე) 100 – 140 სანტიმეტრია,სიმაღლე დაახლოებით 50 სანტიმეტრი,ხოლო წონით კი,10 კილოგრამიდან 16 კილოგრამამდე იწონიან.ბეწვის შეფერილობა მოყვითალო-ყავისფერი ავქთ,რომელიც დაფარულია შავი რკალისებრი წინწკლებით.ყურები შავი ფერის აქვთ.ისინი,თავიანთი აღნაგობით ძალიან ჩამოჰგვანან გრძელკუდიან კატებსა და ლეოპარდის პატარებს,თუმცა უფრო დიდები არიან,ვიდრე გრძელკუდიანი კატები და უფრო პატარები,ვიდრე ლეოპარდები.

ოცელოტები,ძირითადად ღამით გამოდიან სანადიროდ.დღის სიცხეებს კი,თავს ხის ფუღუროებში აფარებენ.მიუხედად იმისა,რომ შესანიშნავად ფლობს ხეზე ცოცვის ხელოვნებას,ოცელოტი ნადირობას მაინც მიწაზე არჩევს.იკვებებიან ქვეწარმავლებით,ჩიტებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით.განსაკუთრებით დიდი ზომის მქონე ოცელოტები ნადირობას არც გარეულ ვირებზე და ტახებზე ერიდებიან.ბადებენ ერთ ან ორ პატარას,რომელთაც რძით 7 კვირის განმავლობაში კვებავენ.ორი წლის შემდეგ,ისინი ტოვებენ მშობლიურ ადგილებს და სხვა ტერიტორიებზე გადადიან.

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ოცელოტის ბეწვი ერთი პერიოდის განმავლობაში დიდი პოპულარობითა და მოთხოვნილებით სარგებლობდა ადამიანებში.როგორც ცნობილია,მხოლოდ 1969 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 133 000 ოცელოტის ბეწვი იქნა შეტანილი. 1980-იან წლებში,მისგან დამზადებული ბეწვის ქურქის ერთი ეგზემპლარის ფასი 40 000 $-ს შეადგენდა,ხოლო ცოცხალი ოცელოტის ფასი კი 800 $ გახლდათ.ამ გარემოებებმა ოცელოტებზე განსაკუთრებულად ხშირი ნადირობა გამოიწვია,რამაც მათი რაოდენობა ძალიან შეამცირა.შესაბამისად,ოცელოტი ერთ-ერთ უიშვიათეს ცხოველად იქცა ბუნებაში.საბედნიეროდ,რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად,მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები,რამაც აკრძალა ოცელოტებზე ნადირობა და მათი განადგურება. (ავტორი გენია.ჯი)