“მშვიდობის საერთაშორისო ბიურო”
“მშვიდობის საერთაშორისო ბიურო” - ინგლისურ ენაზე“International Peace Bureau”,წარმოადგენს ინტერნაციონალურ მოძრაობას მშვიდობისათვის.აღნიშნული ორგანიზაცია დაარსებულ იქნა მსოფლიოს საერთაშორისო კონგრესის შედეგად,რომელიც 1891 წელს გაიმართა იტალიის დედაქალაქ რომში.მისი უმთავრესი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი გახლდათ გამოჩენილი დანიელი პოლიტიკოსი,პაციფისტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი 1908 წელს,მშვიდობის განმტკიცების დარგში - ფრედრიკ ბაიერი (1837-1922 წლები).ორგანიზაციის უმტავრეს მიზანს წარმოადგენდა მშვიდობის პროპაგანდა მსოფლიოში და ამ თემაზე მიოძრვნილი მრავალი საერთაშორისო კონფერენცია.გარდა ამისა ურთიერთობების დამყარება და განმტკიცება მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პაციფისტურ მოზრაობებთან,რათა უნისონში ემოქმედათ მშვიდობის პროპაგანდაში. (ავტორი გენია.ჯი) 1910 წელს “მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს” მიენიჭა “ნობელის პრემია” დედამიწაზე მშვიდობის განმტკიცებისათვის.პირველი მსოფლიო ომის პერიოდში,ორგანიზაციამ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა,თუმცა ომის დასრულების შემდეგ მან კვლავ გააგრძელა ფუნქციონირება.შემდგომ წლებში ბიურომ ჰუმანიტარული მოქმედებებიც დაიწყო.მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას იგი კვლავ უფუნქციოდ დარჩა და ომის დასრულების შემდგომ 1946 წელს,ორგანიზაციის რამდენიმე წევრის შეკრების შემდგომ კვლავ განაახლა მუშაობა.ფაქტიურად ამ შეხვედრის შემდგომ,ბიუროს გადაერქვა სახელი და მას ეწოდა “ურთიერთქმედების საერთაშორისო კომიტეტი მშვიდობისათვის ბრძოლაში”. (ავტორი გენია.ჯი) 1961 წელს კი არნიშნული ორგანიზაცია,ოფიციალურად იქნა აღიარებული “მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს” სამართალმემკვიდრედ,რის შემდეგაც კვლავ ძველი სახელწოდება დაუბრუნდა მას.დღესდღეობით “მშვიდობის საერთაშორისო ბიურო” კვლავ აქტიურად არის ჩართული დედამიწაზე მშვიდობის პროპაგანდაში და მას მრავალი ფილიალი გააჩნია მსოფლიოში.
“მშვიდობის საერთაშორისო ბიურო”-ს დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი – ფრედრიკ ბაიერი