ტიტანისი

ტიტანისი – წარმოადგენს გადაშენებული არამფრენი მტაცებელი ფრინველის სახეობას წეროსნაირთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენლები გახლდნენ ფორორაკოსთა მორბენალი ფრინველების გვარისა. (ავტორი გენია.ჯი) ტიტანისები ბინადრობდნენ დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქაში – პლეისტოცენში,რომელიც თავის მხრივ დაიწყო 2,588 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 11,7 ათასი წლის უკან.მათი გავრცელების უმთავრეს არეალს შეადგენდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი (თანამედროვე ფლორიდისა და ტეხასის შტატები).ცნობილია,რომ ტიტანისი ერთ-ერთი უიშვიათესი მაგალითი გახლავთ მიგრაციისა სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკაში პანამის ყელის ჩამოყალიბებისა და ფორმირების შემდეგ.

ტიტანისი სიმაღლე 2,5 მეტრს შეადგენდა,ხოლო წონით 150 კილოგრამამდე იყვნენ.გააჩნდათ ძალიან დიდი და მასიური ნისკარტი.ფრთები იმდენად პატარა ჰქონდათ რომ,ფრენას ვერ ახერხებდნენ.ტიტანისი საკმაოდ კარგად ფლობდა ნადირობის ხელოვნებას.იგი მსხვერპლს უსაფრდებოდა და შეეძლო თავს დასხმოდა ისეთი დიდი ზომის ცხოველებს,რომელთა წონაც 80 – 100 კილოგრამს შეადგენდა.მათი გაქრობისა და გადაშენების შემდეგ ქვეყნიერებას აღარ მოვლენია ფორორაკოსთა მორბენალი ფრინველების გვარის ისეთი დიდი წარმომადგენელი,როგორიც გახლდათ – ტიტანისი. (ავტორი გენია.ჯი)