ლუქსემბურგის პლატო
ლუქსემბურგის პლატო – წარმოადგენს ლუქსემბურგის სამხრეთით,გუტლანდის რეგიონში მდებარე დიდ პლატოს,რომელიც ჩამოყალიბებულ იქნა ქვიშაქვისაგან,ადრეული იურული სისტემის დროს (იურული სისტემა დედამიწაზე დაიწყო 195 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 55-58 მილიონ წელიწადს).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ლუქსემბურგის პლატო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია ლუქსემბურგში.მასში,დაახლოებით 170 000 ადამიანი ცხოვრობს.პლატოს კვეთს მდინარე ალზეტი.გარდა ამისა,მდინარეები – თეთრი ერნცი,შავი ერნცი,მამერი და სიური სათავეებს,სწორედ ლუქსემბურგის პლატოზე იღებენ.პლატოს საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 300-400 მეტრია.ცნობილია ისიც,რომ დასავლეთ ევროპაში მდებარე სახელმწიფო – ლუქსემბურგში,ერთ-ერთი ყველაზე მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი მიწები,სწორედ ლუქსემბურგის პლატოზე მდებარეობს.მიუხედავად ამისა,აღნიშნულ რეგიონში სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენს დომინირებად დარგს რეგიონის ეკონომიკისათვის.ლუქსემბურგის პლატოს ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი – ლუქსემბურგი.გარდა ამისა,მასზე განთავსებულია ქალაქები – შტრასენი,ბაშარაზი,მამერი,ბერტრანჟი და ხოვალდი,სადაც წამყვან დარგებს წარმოადგენენ ფინანსური მომსახურებები,კომუნიკაციები და მსუბუქი მრეწველობა.შესაბამისად,ლუქსემბურგის პლატო ქვეყნისათვის არა მარტო გეოგრაფიული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,არამედ დიდ ეკონომიკურ დატვირთვასაც ატარებს. (ავტორი გენია.ჯი)
მუქი ყვითელი ფერით აღნიშნულია – ლუქსემბურგის პლატო