პუეუეს ტბა
პუეუეს ტბა – წარმოადგენს მყინვარული წარმომავლობის მქონე მტკნარ ტბას,სამხრეთ ამერიკაში განთავსებული ქვეყნის ჩილეს სამხრეთით.იგი,ჩილეს დედაქალაქიდან – სანტიაგოდან,სამხრეთით (ანდების მთების მხრიდან) 870 კილომეტრში მდებარეობს. (ავტორი გენია.ჯი) ტბის საერთო ფართობი 157 კვადრატული კილომეტრია,საშუალო სიღრმე 135 მეტრი და განთავსებულია ზღვის დონიდან 212 მეტრ სიმაღლეზე.პუეუეს ტბაში მდებარეობს კუნძულები – კიუიკი და ფრესია.ტბიდან გაედინება მდინარე – პილმაიკენი.მის უკიდურეს აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულია დასახლებული პუნქტი (კომუნა) – პუეუე,სადაც 2002 წლის მონაცემების თანახმად 3 932 მოსახლე ცხოვრობს.ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე – ენტრე-ლაგოსია,სადაც 4 000 ადამიანი ცხოვრობს.პუეუეს ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე კი გადის საერთაშორისო საავტომობილო გზა,რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ოსორნოს პროვინციას (ჩილე) და არგენტინის პატაგონიურ პროვინციას – ნეუკენს.ტბა პირველად აღმოჩენილ იქნა 1553 წელს ცნობილი ესპანელი კონკისკადორისა და ჩილეს გუბერნატორის – ფრანსისკო დე ვილიაგრა ველასკესის მიერ.პუეუეს ტბა მდიდარია თევზით და გამოირჩევა ულამაზესი ლანშაფტით.აღნიშნულ ტბას უდიდესი დანიშნულება გააჩნია ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ფართოდაც გამოიყენებენ მას სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. (ავტორი გენია.ჯი)