ტაბებუია

ტაბებუია – წარმოადგენს ბიგნონიასებრთა ორლებნიან მცენარეთა ოჯახის ულამაზეს მცენარეს.სულ ბუნებაში მაი 100-მდე სახეობაა  გავრცელებული.ტაბებუიას გავრცელების უმთავრესი არეალებია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყეები,მექსიკიდან ანტილიის კუნძულებამდე და არგენტინის ჩრდილოეთიდან ვენესუელამდე ტერიტორიები.გარდა ამისა,კარიბის კუნძულები და კუბა.ტაბებუიას სხვადასხვა სახეობები წარმოადგენენ,როგორც დაბალი ჯიშის (5 მეტრი სიმაღლის),ასევე მაღალი ჯიშის (50 მეტრი სიმაღლის) ხეებს.ეს კი ყოველივე დამოკიდებულია მათ ქვესახეობებზე.მათი მრავალი სახეობა ფოთოლმცვენია,ხოლო ნაწილი კი მარადმწვანე.გამოირჩევიან 3-დან 11 სანტიმეტრამდე სიგრძის ულამაზესი ყვავილებით,რომლებიც შეფერილია თეთრი,ყვითელი,წითელი,ლილისფერი და იასამნისფერი ფერთა გამებით.ტაბებუიას ნაყოფის სიგრძე (სახეობების მიხედვით) 10 სანტიმეტრიდან 50 სანტიმეტრამდეა და შეიცავენ მრავალ მარცვალს.ნაყოფი ხეებზე მშრალი სეზონიდან წვიმების დაწყების სეზონამდე რჩებიან.ტაბებუიას მერქანს,რომელსაც – იპეს უწოდებენ,ფართოდ გამოიყენებენ ავეჯის,პარკეტისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისი მერქანი წლიდან-წლამდე უფრო მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო ბაზარზე.გარდა ამისა,მას გააჩნია დეკორატიული დანიშნულებაც.მის ქერქს გამოიყენებენ რიგი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.ტაბებუიას სახეობის მცენარეები ერთ-ერთ ულამაზეს მცენარეებად არის მიჩნეული და იგი ფართოდ კულტივირდება კიდეც მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)