“შავი პოლკოვნიკების” შესახებ…
1967 წლის 21 აპრილსს საბერძნეთში სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდა “შავი პოლოკოვნიკები”,ანუ როგორც მოიხსენიებდნენ – “პოლკოვნიკების რეჟიმი”.აღნიშნულ გადატრიალებას სათავეში უდგა ხუნტის ლიდერი – გეორგიოს პაპადოპულოსი და დიმიტრიოს იონიდისი.მათ საბერძნეთში,ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლესი და უსასტიკესი რეჟიმი ჩამოაყალიბეს. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე საყურადღებო ამ ისტორიაში გახლავთ ის,რომ ბერძენი დიქტატორის – პაპადოპულოსის სასტიკ მმართველობას,ფარულად თუ ღიად მხარს უჭერდა “ცივილიზებული სამყარო”,მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები. 1964 წელს მომავალმა დიქტატორმა პაპადოპულოსმა,რომელიც იმ პერიოდში საარტილერიო ნაწილს ხელმძღვანელობდა ევროსში,საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე,მეტად პროვოკაციული აქცია მოაწყო: მისი ბრძანებით მწყობრიდან გამოიყვანეს მანქანებისა და სხვა ტექნიკის ძრავები (კარბურატორებში შაქარი აღმოაჩინეს).რეაქციონერებმა ამ “საბოტაჟის აქტში” ბრალი დასდეს ორ ახალწვეულ ჯარისკაცს,რომლებიც,როგორც გამოცხადებული იყო,”კომუნისტური პარტიის დავალებით” მოქმედებდნენ (მოგვიანებით დადგინდა,რომ აღნიშნული აქტი ჩადენილ იქნა ადგილობრივი რეაქციონერების მიერ,სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამონაწილეობით).ამ ფაქტმა “შავ პოლკოვნიკებს” სახელმწიფო გადატრიალებისათვის შესანიშნავი წინაპირობა შეუქმნა. 1967 წლის 21 აპრილს 6 საათსა და 30 წუთზე ათენის რადიომ გამოაცხადა,რომ ძალაუფლება არმიის ხელში გადავიდა.ქვეყანაში სასწრაფო წესით იქნა შემოღებული სამხედრო მდგომარეობა,კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულ იქნა იმასთან დაკავშირებით,რომ “სახელმწიფოსა და ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა”.ქვეყანაში “შავი პოლკოვნიკების” შვიდწლიანი დიქტატურა დამყარდა…
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ხუნტის წარმომადგენლების მიმართ სიმპათიებს არ მალავდნენ “ცივილიზებული სამყაროს” წამყვანი ქვეყნის რიგი ლიდერები. 1968 წელს ამერიკის სენატში გამოსვლისას იმ დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა – კლარკ მაკადამს კლიფორდმა ბერძნული ხუნტის შესახებ შემდეგი სიტყვები წარმოთვა:
“შეერთებული შტატების,როგორც ნატოს წევრის ვალდებულებები უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე საბერძნეთის მთავრობის ხასიათი”.
ასეთმა მიდგომამ ამერიკელ სენატორთა უკმაყოფილება გამოიწვია,თუმცა იქვე საპასუხო სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მდივანი დიკ რასკი,რომელმაც სრულიად ღიად და დაუფარავად განაცხადა:
“მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს რეჟიმი საბერძნეთში,იგი მხარდაჭერით სარგებლობს იმის გამო,რომ ეს შეერთებული შტატების პოლიტიკის ინტერესებს პასუხობს.ჩვენ უდიდესი დაბანდებანი გავაკეთეთ საბერძნეთში და დაინტერესებულნი ვართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.ჩვენი მუდმივი ინტერესები ამ ქვეყნის,როგორც ნატოს წევრის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაში მდგომარეობს”.
რიგი ქვეყნების მიერ ხუნტის მხარდაჭერის შედეგად,ბერძენი ხალხი შვიდი წლის მანძილზე იტანჯებოდა “შავი პოლკოვნიკების” საშინელი რეჟიმის პირობებში, და “ახალ ცივილიზებულ სამყაროს” აზრად არ მოსვლია “უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო ხალხზე” ეზრუნა,რადგან ნებიემიერ სახელმწიფოს პირველ რიგში მხოლოდ საკუთარი ინტერესებზე ზრუნვა ამოძრავებს და არა სხვა ერის შვილებზე ზრუნვა. (ავტორი გენია.ჯი)