“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. “ეკლესიაში მისვლას ესწრაფე,რადგან შფოთისა და ღელვისაგან გიხსნის შენ”. – წმინდა ნიკოლოზ სინელი
2. “ვიდრე სულ პატარა ცოდვას მაინც ემორჩილები,მანამდე საკუთარ თავს ვნებებისაგან თავისუფლად ნუ ჩასთვლი”. – ამბა ისაია
3. “მრავალნი ადამიანებზე ბატონობენ და მეუფებენ,მაგრამ თვითონ საკუთარი ვნებების მონები და ტყვეები არიან”. – წმინდა ტიხონ ზადონელი
4. “რაც უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს,მით უფრო მეტად ხედავს საკუთარ ცოდვილობას”. – ამბა დოროთე
5. “მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთი წესებით,როგორც ცვალებადია დრო და ვნების ჭირვეულობა”. – წმინდა არქიმანდიტი გაბრიელი (ურგებაძე)