სარა ჩილდერს პოლკი
სარა ჩილდერს პოლკი - დაიბადა 1803 წლის 4 სექტემბერს ტენესის შტატის ქალაქ მურფრისბოროში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-11 პრეზიდენტის და ამ დიადი ქვეყნის საუკეთესო პრეზიდენტების “საუკეთესო ათეულში” მოხსენიებული – ჯეიმზ ნოქს პოლკის (1795-1849 წლები) მეუღლესა და ამავე ქვეყნის “პირველ ლედის” 1845 წლის 4 მარტიდან – 1849 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდებში.სარა დაიბადა მრავალშვილიანი პლანტატორის ჯოელ ჩილდერსისა და ელიზაბეტ უიტსიტ-ჩილდერსების ოჯახში.მას კიდევ ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა და იგი ოჯახს მესამე შვილად მოევლინა.იმ პერიოდისათვის სარამ შესანიშნავი განათლება მიიღო.იგი ექსკლუზიურად სტუმრობდა სეილემში მდებარე მორავიელ ქალთა აკადემიას ჩრდილოეთ კაროლინაში.გარდა ამისა იგი სეილემის კოლეჯში სწავლობდა უინსტონ-სეილემში,რომელიც ასევე ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობდა.ცნობილია ის ფაქტი,რომ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ იმ იშვიათ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგებნდა XIX საუკუნის დასაწყისში,რომელშიც მანდილოსნებს გააჩნდათ სწავლის უფლება.ჯეიმზ პოლკი სარამ პირველად 1815 წელს გაიცნო. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე წელიწადში კი მათ შორის სასიყვარულო რომანიც გაიბა.1824 წლის 1 იანვარს ისინი დაქორწინდნენ.საქორწინო წვეულება სარას მამის საპლანტატორო მამულში გაიმართა.მათ ერთად თანაცხოვრებაში შვილი არ შეძენიათ,რის გამოც გადაწყვიტეს საკუთარ თავზე მათივე ნათესავის – მარშალ ტეიტ პოლკის (1831-1884 წლები) აღზრდა.1845 წლის 4 მარტს პოლკების ოჯახი “თეთრ სახლში” გადაბარგდა.სარას ის ადამიანები,რომელტაც მასთან ჰქონდათ ურთიერთობა მეტად გონიერ,მომხიბლავ და სიცოცხლით სავსე ქალად ახასიათებდნენ.გარდა ამისა აღნიშნავდნენ,რომ იგი შესანიშნავი თანამოსაუბრე იყო.მეუღლის პრეზიდენტობის პერიოდში,ხშირად განიხილავდა მასთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებს.მან “თეთრ სახლში” ოფიციალურ მიღებებზე აკრძალა ალკოჰოლური სასმელების მიღება და იმ პერიოდისათვის მიღებული ცეკვების გამართვა.ყოველი წლის “მადლიერების დღეს” თეთრ სახლში იმართებოდა სადილი,რომელსაც იმ პერიოდის ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ.მას შემდეგ რაც მეუღლის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა,ისინი ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში გადავიდნენ საცხოვრებლად. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,1849 წლის 15 ივნისს ჯეიმზ ნოქს პოლკი გარდაიცვალა.ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოში სარა მხარდაჭერას კონფედერატებს უცხადებდა.1891 წლის 14 აგვისტოს ნეშვილში გარდაიცვალა სარა ჩილდერს პოლკი,რომელიც დაკრძალულ იქნა მეუღლის გვერდით.