ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”

XX საუკუნის გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი,ისევე როგორც სხვა უამრავი გენიოსი,უგულისყურობითა და დაბნეულობით გამოირჩეოდა.როგორც ერთ-ერთი წყაროსაგან ვგებულობთ,გერმანიაში ყოფნის პერიოდში,ალებრტი ბერლინის ტრამვაიში ასულა და როგორც მას ჩვეოდა,ღრმად ჩაფიქრებულა.სწორედ ამ დროს დაადგა თავზე ახალგაზრდა კონდუქტორი,რომელმაც დიდი მეცნიერი ვერ იცნო.აინშტაინმა,ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს,ბილეთის საფასური თანხა გაუწოდა. (ავტორი გენია.ჯი)

- ეს თანხა არ არის საკმარისი ბილეთის შესაძენად, – უთხრა კონდუქტორმა.

- შეუძლებელია, – ფიქრისაგან გამოერკვა აინშტაინი.

- მე თქვენ გეუბნებით,რომ ეს თანხა მგზავრობისათვის საკმარისი არ არის, – კვლავ გაუმეორა მან.

აინშტაინმა თავი გააქნია და ისევ გაიმეორა:

- ეს შეუძლებელია.

- მაშინ,თავად დაითვალეთ.აქ მხოლოდ 15 პფენინგია,მაშინ,როდესაც ბილეთის შეძენისათვის 20 პფენინგია საჭირო, – მიუგო კონდუქტორმა.

უხერხულობაში ჩავარდნილმა აინშტაინმა ჯიბეები მოიჩხრიკა და კონდუქტორს ხუთი პფენინგი გაუწოდა.შეატყო-რა ალბერტს კონდუქტორმა ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნა,ღიმილით უთხრა:

- არაუშავს,ბაბუ,უბრალოდ აუცილებელია მათემატიკის კარგად ცოდნა, – და გენიალურ მათემატიკოსს გაეცალა. (ავტორი გენია.ჯი)