“ყველაზე დიდი გამოსასყიდები ისტორიაში”

1. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი არგენტინელი ბიზნესმენები – ჟუან და ხუან ბორნები,რომლებიც აკონტროლებდნენ ხორბლის ბაზარს ქვეყანაში,1974 წელს გატაცებული იქნენ მემარცხენე-რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის – “Montoneros”-ის მიერ.ცხრა თვიანი ტყვეობისა და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ,გამტაცებლებმა ბორნების ოჯახისაგან გამოსასყიდი სახით მიიღეს ასტრონომიული თანხა – 60 მილიონი $,რაც დღევანდელი ექვივალენტით – 290 მილიონი $-ის ტოლია.მას შემდეგ,რაც ძმები გაანთავისუფლეს,მათ ბიზნესი ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში გადაიტანეს.აღნიშნული თანხა დღევანდელ დღემდე ყველაზე დიდი გამოსასყიდია,რაც კი ოდესმე გადაუხდიათ გატაცებული ადამინების გამოსყიდვაში. (ავტორი გენია.ჯი)

2. ჰონგ-კონგელი მაგნატისა და მილიარდელის – ლი კა შინას ვაჟი – ვიქტორ ლი გატაცებულ იქნა 1996 წელს ადგილობრივი განგსტერის ჩენგ ჩი კონგოს მიერ.ჰონგ-კონგელმა მაგნატმა ვაჟის გასანთავისუფლებად სარეკორდო თანხა – 34 მილიონი $ გაიღო,რაც დღევანდელი კურსით 190 მილიონი $-ის ექვივალენტია.გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ვიქტორი განთავისუფლებულ იქნა.გამტაცებელი პოლიციამ გატაცებიდან ოთხი წლის შემდეგ დააკავა და მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

3. ერთ-ერთი უმდიდრესი ჩინელი ბიზნესმენის ვაჟი – უოლტერ კვოკი გატაცებულ იქნა 1996 წელს,ცნობილი ჩინელი განგსტერის მიერ,რომელსაც ზედსახელად “დიდ მფლანგველს” უწოდებდნენ.მას შემდეგ,რაც 1997 წელს გატაცებულის ოჯახმა გამოსასყიდის სახით 77 მილიონი $ გადაიხადა (დღევანდელი კურსით 110 მილიონი %-ის ექვივალენტი),იგი ცოცხალი იქნა ნაპოვნი ხის ყუთში.როგორც ამბობენ,გატაცებულის უმცროს ძმებს თავდაპირველად ასეთი დიდი თანხის გადახდა არ სურდათ,თუმცა გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ ოჯახის მიერ გამოსასყიდი მაინც იქნა გადახდილი.

4. Exxon-ის შვილობილი კომპანიის – Esso Argentina-ს მიერ, 1974 წელს გამოსასყიდის სახით მარქსისტული რევოლუციური ბრიგადისათვის გადახდილ იქნა 14,2 მილიონი $,რაც დღევანდელი კურსით 69,4 მილიონი $-ის ექვივალენტია.მათ გატაცებული ჰყავდათ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი – ვიქტორ სემუელსონი,რომელიც ტყვეობაში 98 დღის მანძილზე იმყოფებოდა.გამტაცებლები,რომლებიც თავიანთ თავს People’s Revolutionary Army-ს წევრებს უწოდებდნენ,ზემოაღნიშნულ კომპანიას ემუქრებოდნენ,რომ თუ ისინი გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ,გატაცებულს,მულტინაციონალური კომპანიის მიერ ჩადენილი “დანაშაულებებისატვის”,სიკვდილით დასჯიდნენ.საბოლოო ჯამში,გამოსასყიდის გადახდის შემდეგ,სემუელსონი განთავისუფლებულ იქნა. (ავტორი გენია.ჯი)

5. კომპანია “Roberts”-ის აღმასრულებელი დირექტორი – ჩარლზ ლოკვუდი,გატაცებულ იქნა 1973 წელს ერთ-ერთი არგენტინული კრიმინალური დაჯგუფების მიერ.იგი ტყვეობაში,მთელი 46 თვის მანძილზე იმყოფებოდა და მხოლოდ მას შემდეგ გაანთავისუფლეს,რაც კომპანიის მიერ გადახდილ იქნა 10 მილიონი $,რაც დღევანდელი კურსით – 50 მილიონი $-ის ექვივალენტია.