ჟაკლინ ბუვიე – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედი - ჟაკლინ ბუვიე (1929-1994 წლები),თავდაპირველად 1953 წლის 12 სექტემბერს დაქორწინდა ქვეყნის მომავალ პრეზიდენტზე – ჯონ ფიცჯერალდ კენედიზე და მის გვარზეც გადავიდა.კენედის მკვლელობის შემდეგ, 1968 წლის 20 ოქტომბერს დაქვრივებული ჟაკლინი,ცოლად წაჰყვა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ბერძენ მილიარდელს – არისტოტელე ონასისს და მის გვარზეც გადავიდა.თუმცა მეორე ქორწინებიდან შვიდი წლის გასვლის შემდეგ ონასისიც გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ამით ჟაკლინის ქორწინება არ დასრულებულა…
1970-იან წლებში ჟაკლინმა გაიცნო ბელგიური წარმომავლობის მქონე ბიზნესმენი – მორის ტემპლსმენი,რომელიც ალმასებით ვაჭრობდა.თავდაპირველად,მათ,ერთმანეთთან კომპანიონობით დაიწყეს ურთიერთობა,თუმცა მალევე მათი ბიზნეს-კავშირი ქორწინებით იქნა დასრულებული.სამჯერ დაქორწინების შესახებ,ერთხელ ჟაკლინ ლი “ჯეკი” ბუვიე კენედი ონასისმა წარმოთქვა წინადადება,რომელიც უმალვე იქცა “ფრთიან ფრაზად”:
“პირველად მე გავთხოვდი სიყვარულის გამო,მეორედ – ფულის გამო,ხოლო მესამედ კი – კომპანიის გამო…” (ავტორი გენია.ჯი)
ჟაკლინისა და ჯონ ფიცჯერალდ კენედის ქორწინება
ჟაკლინისა და ონასისის ქორწინება
ჟაკლინი და მორის ტემპლსმენი