ფრანკლინ დელანო რუზველტის შესახებ…
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 32-ე პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი (1882-1945 წლები),ჰარვარდში სწავლის პერიოდში ჟურნალისტად და ხშირად კორესპონდენტადაც მუშაობდა.მოგვიანებით კი მთავარი რედაქტორი გახდა – “Harvard Crimson”-ის სტუდენტური გაზეთისა.სწორედ იმ პერიოდში აიღო მან ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან – თეოდორ რუზველტთან,რამაც მას დიდი აღიარება მოუტანა კიდეც ჟურნალისტურ კარიერაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ფრანკლინისათვის თეოდორთან ინტერვიუს აღება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა,რადგან ისინი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.
რუზველტი თავგადაკლული ფილატელისტი იყო და თავის უნიკალური მარკების კოლექციას ბავშვობიდან,კერძოდ,8 წლის ასაკიდან აგროვებდა.მას შემდეგ,მარკების კოლექცია თავიდან აღარასოდეს მოუშორებია.მისი მრავალრიცხოვანი მარკების ალბომები სპეციალურ დიდ ხის ყუთში ინახებოდა.ყოველი დაძინების წინ,ფრანკლინი მარკების ალბომებს ათვალიერებდა და ეს ჩვეულება მას არც პრეზიდენტობისას მოუშლია.
მას შემდეგ,რაც რუზველტმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა (1933 წლის 4 მარტი),პრეზიდენტობის პირველ ჩვიდმეტ დღეში კონგრესში იმაზე მეტი კანონი შეიტანა დასამტკიცებლად,რამდენიც მის წინამორბედებს,ერთად აღებულს,მთელი 70 წლის განმავლობაში არ შეუტანიათ.გარდა ამისა,პრეზიდენტობის პირველ ას დღეში განახორციელა უმნიშვნელოვანესი რეფორმების კომპლექსი,რომელსაც “ახალი კურსი” უწოდა.რეფორმების ფარგლებში,ეგრეთ წოდებული “ვეგნერის კანონით”,რუზველტმა ამერიკაში დაამარცხა უმუშევრობა; აღდგენილი იქნა საბანკო სისტემის გამართული მუშაობა; აშშ-ის მოქალაქეებმა ბევრად დაცულად იგრძნეს თავი,რითაც ფრანკლინმა აისრულა უდიდესი ნატვრა – ჩამოეყალიბებინა სოციალურად იდეალური სახელმწიფო.
საყოველთაოდ არის ცნობილი რუზველტის არაგულგრილი დამოკიდებულება სუსტი სქესის წარმომადგენლებისადმი, და აქვე მინდა ავღნიშნო,რომ არც ისინი იყვნენ გულგრილნი მის მიმართ.ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,პრეზიდენტობამდე ფრანკლინს სასიყვარულო რომანი ჰქონდა სილამაზით განთქმულ და ელეგანტურ პირად მდივანთან – ლუსი მერსერთან.ამ ცნობას ამტკიცებს ისიც,რომ რუზველტს ლუსი თან ახლდა მდინარე პოტომაკზე იახტით მოგზაურობისას,რა დროსაც სასტუმროში მათ ღამე ერთ ნომერში გაატარეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ მოგზაურობისას ფრანკლინს ელეონორა (მეუღლე) თან არ ახლდა და სასტუმროს ნომრის აღებისას,ისინი როგორც ცოლ-ქმარი ისე დარეგისტრირდნენ.გარდა ამისა,რუზველტს რომანი ჰქონდა მის შემდგომ მდივანთან – მის ლეჰანდთანაც,თუმცა იმ განსხვავებით,რომ იმ პერიოდში იგი პრეზიდენტი იყო. (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა მტკიცებით,მაშინ როდესაც ელეონორა მეუღლის გვერდით არ იყო,მასთან უმალვე ჩნდებოდა ლეჰანდთი და არაერთხელ უხილავთ ისინი ერთ კომპანიაში.ფრანკლინის ვაჟი – ელიოტი ღრმად იყო დარწმუნებული,რომ ისინი საყვალები იყვნენ,ხოლო მეორე ვაჟი – ჯეიმზი კი დარწმუნებული იყო,რომ მათ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 41 წლის ასაკში მის ლეჰანდთი მძიმედ დაავადდა და მეტყველებაც წაერთვა,რის შემდეგაც სუიციდი სცადა.რუზველტმა,ყველას გასაოცრად,ავადმყოფი ქალი “თეთრ სახლში” გადაიყვანა და ყურადღებაც არ მოუკლია (ყოველდღიურად ნახულობდა).
1945 წლის 12 აპრილს – ფრანკლინ დელანო რუზველტი გარდაიცვალა.ამერიკული კანონმდებლობით,გარდაცვლილი პრეზიდენტის ცხედარს მოსახლეობა თავახდილ სასახლეში ემშვიდობება,თუმცა უცნაურია,მაგრამ ფაქტია,რომ ეს ფრანკლინის შემთხვევაში არ განხორციელებულა.ის-კი არა და, მის სასახლეს სპეციალური დაცვა იცავდა,რომელთაც ბრძანება ჰქონდათ მიცემული,რომ თუ ვინმე ეცდებოდა გარდაცვლილი პრეზიდენტის სასახლის გახსნას,მისთვის გაუფრთხილებლად გაეხსნათ ცეცხლი.მას შემდეგ,რაც რუზველტის ცხედარი ჰაიდ-პარკში დაკრძალეს,საფლავს რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა სპეციალური დაცვა.ჩვენთვის კი დღემდე უცნობია თუ რა იყო ამის მიზეზი. (ავტორი გენია.ჯი)