მიხეილ გორბაჩოვი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნზე 1985-1991 წლებში – მიხეილ გორბაჩოვზე,რომ უდიდესი გავლენა ჰქონდა მის მეუღლეს – რაისა ტიტარენკო-გორბაჩოვას,არავისთვის საიდუმლო არ არის.თუმცა,იმ პერიოდში ამის შესახებ საბჭოთა იმპერიაში ხმამაღლა ვერავინ ბედავდა საუბარს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული საკითხი საბჭოთა ჟურნალისტებისათვის დახურული თემა იყო,თუმცა დახურული არ ყოფილა უცხოელი ჟურნალისტებისათვის,რომლებიც დიდ ინტერესს გამოხატავდნენ აღნიშნული საკითხის ირგვლივ. 1987 წლის დეკემბრის თვეში,გორბაჩოვთან ინტერვიუ აიღო ენ-ბი-სის ამერიკელმა ჟურნალისტმა – ტომ ბროკაუმ,რომელმაც სხვადასხვა საკითხების განხილვის შემდეგ,ინტერესი ვერ დამალა ზემოაღნიშნული მოარული ხმების გამო და საბჭოთა გენსეკს ჰკითხა:
- ბატონო მიხეილ! საღამოობით განიხილავთ თუ არა სახლში,მეუღლესთან ერთად შიდა პოლიტიკურ საკითხებს,პოლიტიკურ სირთულეებსა და სხვა რიგ სახელმწიფო პრობლემებს?
- ჩვენ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, – უპასუხა ჟურნალისტს გორბაჩოვმა.
- მათ შორის,უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკითხებსაც? – ჩაუღრმავდა ტომ ბროკაუ.
- დიახ,ჩენ განვიხილავთ აბსოლუტურად ყველაფერს.უფრო მეტსაც გეტყვით: ხშირად ერთად ვწყვეტთ პრობლემებს და ვსახავთ სამომავლო გეგმებს.
აღნიშნული ინტერვიუს ზემოთ მოყვანილი კითხვა-პასუხი საბჭოთა ტელევიზიამ როგორც წესი ამოიღო და მისი შემოკლებული ვერსია უჩვენა “რკინის ფარდის” მიღმა მყოფ საბჭოთა მაყურებელს. 1988 წელს,ჟურნალმა “Time”-მ გამოსცა წიგნი,სახელწოდებით – “მიხეილ გორბაჩოვის პირადი ცხოვრება”,სადაც აღნიშნული იყო,რომ მსოფლიო საზოგადოება შოკირებული გახლდათ იმით,რაც გორბაჩოვმა აღიარა.განსაკუთრეებით კი იმით,რომ გორბაჩოვი უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკითხებს მეუღლესთან ათანხმებდა და წყვეტდა. (ავტორი გენია.ჯი)