იცით თუ არა,რომ
1. დედამიწაზე სულ რამდენიმე ქვეყანაა,სადაც მიუხედავად დროის ცვალებადობისა,საათის გადაწევა რელიგიური მოტივების გამო მიუღებელია.ასეთი ქვეყნებია – იაპონია,ჩინეთი,სამხრეთ კორეა და შუა აზიაში მდებარე კიდევ ხუთი ქვეყანა.აღნიშნულ ქვეყნებში მყარად არიან დარწმუნებული,რომ “დროსთან თამაში” ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.
2. ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა – კიტრი,ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბოსტნეული კულტურაა.იგი ადამიანს ჯერ კიდევ 6 000 წლის წინათ მოჰყავდა.მის სამშობლოდ კი – ინდოეთი მიიჩნევა.
3. ინგლისური ტანკი – “ჩელენჯერ 2″,ერთადერთი ტანკია მსოფლიოში,რომლის კონსტრუქციაშიც დამონტაჟებულია ყავის მადუღარა. (ავტორი გენია.ჯი)
4. თურქული სახელმწიფოს ფუძემდებელი – მუსტაფა ქემალ ათათურქი,ყოველთვის ხაზს უსვამდა,რომ იგი არ განეკუთვნებოდა იმ ადამიანთა კატეგორიას,რომლებიც ფიქრობდნენ დაეხარჯათ თუ არა თანხები არმიაზე,რადგან თურქეთს ფული შესაძლოა ჰქონოდა ან არ ჰქონოდა,არმია კი აუცილებლად უნდა ჰყოლოდა.
5. კალსიკური პერიოდის ძველ საბერძნეთში,ყველაზე ძლიერი ფლოტი ათენელებს ჰყავდათ,ყველაზე ძლიერი ფეხოსნები – სპარტელებს,ხოლო ყველაზე ძლიერი კავალერია- თესალიელებს.
6. უკრაინაში,უკანონო შვილის დედას – “პოკრიტკა”-ს უწოდებდნენ.ძველი ჩვეულების თანახმად,თუ ორსულ ქალს საქმრო მიატოვებდა,ქალს შეუხვევდნენ თავს ქმრიანი ქალის მანდილით და მხოლოდ თმის ნაწნავებს შეუკრეჭდნენ ქალწულობის დაკარგვის ნიშნად.
7.”შექსპიროლოგების” ცნობების თანახმად, 1582 წლის 28 ნოემბერს,თვრამეტი წლის უილიამ შექსპირმა ნაჩქარევად შეირთო ცოლად 26 წლის ქალი – ენ ჰეთუეი,რომელიც ჯვრისწერის დროს უკვე ორსულად იყო.
8. კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სისხლის სამართლის გარჩევა,რომლის სასამართლოს ოქმიც შემორჩა,რამზეს IX-ს (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-ით 1127-1109 წლები) ზეობის დროს გაიმართა.როგორც ირკვევა,მსჯავრდებული გასამართლებულ იქნა ეგვიპტის სამარხების გაძარცვის გამო.
9. გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის,პოეტისა და კომედიოგრაფის – ეპიქარმეს (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე),საფლავის ეპიტაფიაა: “მკვდარი ვარ მე,მკვდარი ნეხვია და დედამიწაც სრულად ნეხვია,ხოლო,თუ დედამიწა ღვთაებაა,მაშინ მე მკვდარი კი არა,სწორედ ღმერთი ვარ”. (ავტორი გენია.ჯი)
10. უნგრეთში,უსახლაკაროებს იშვიათად შეხვდებით. და თუ შეხვდით ისინი ძალიან სუფთად და კარგ ტანისამოსში არიან გამოწყობილები.