სოკრატე
სოკრატე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 470 წლის 4 ივნისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,რომლის სწავლებებმაც “გადატრიალება” მოახდინა ფილოსოფიაში და შეცვალა ადამიანის მხედველობა ბუნებისა და სამყაროს მიმართ.იგი სრულიად დამსახურებულად მიიჩნევა ანტიკური სამყაროს უდიდეს სწავლულად და ფილოსოფოსად.თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია,ჩვენამდე მას არ მოუღწევია.მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა,როგორიცაა პლატონის,არისტოტელეს და სხვათა ნაშრომები.არისტოფანე ცნობილი იყო,როგორც სატირიკოსი და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული,გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. (ავტორი გენია.ჯი) ჯანანტონი,მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები” აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი.ის იშველიებს მწერლებს ესქინე სოკრატიკუსს და სხვა დანარჩენებს,რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს.პლატონი,ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს,საკუთარ იდეებს,თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა.ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო,ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ,როგორც სავარაუდო,მაგრამ არავითარ შემთხვევაში,როგორც სარწმუნო.ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით,სოკრატეს მამა – სოფრონისკუსი,მოქანდაკე იყო,დედას კი ფენარეტი ერქვა.ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე,ვისგანაც სამი ვაჟი შეეძინა.იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა.სოკრატე თავადაც აღნიშნავდა,რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შესძლებდა შეგუებას,ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას.ამავე წყაროებიდან გამომდინარე,სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან,დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში.ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია,თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია.უცნობია,თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში.ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში” სოკრატე ხაზგასმით აცხადებს,რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს და,რომ მისი აზრით,ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება და პროფესიაა.ძნელად სავარაუდოა,რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა,ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო.პლატონის ჩანაწერებით,სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში” ასევე ნახსენებია,რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია,ხოლო არისტოფანე აღნიშნავს,რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა.ასევე შესაძლოა,რომ იგი მისი მოწყალე,გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში,სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელეპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ.იმ პერიოდში,როცა ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას,ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა,რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ.ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება.საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა,რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით “ათენა” (ათენის მფარველი ქალღმერთი), მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა.სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო.მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანის გამო,რომელიც მისი თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა.თუმცა “პლატონის აპოლოგიაში” სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას.სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.აღსანიშნავია,რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა,ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ და გაქცევის შემთხვევაში ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი.თუმცა,კრიტოსთან დიალოგში,სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს,რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებსაც.ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა.პლატონის აპოლოგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში,სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იქიდან დაიწყო,როცა მისმა მეგობარმა ხერფონმა ორაკულს ჰკითხა თუ არსებობდა სოკრატეზე უფრო ჭკვიანი ვინმე; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა.სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და სოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად.ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავ-კარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა.აღმოაჩინა რა,რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ,სოკრატემ დაასკვნა,რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო,რომ “საკუთარი უმეცრება გათვითცნობიერებული” ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო.სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებების აღწერა საკმაოდ რთული საქმეა,ვინაიდან მას თავად არაფერი დაუწერია.ძირითადი დასაყრდნობი კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქსენოფონტისა და პლატონის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აღწერებია.ზოგიერთი მიიჩნევს,რომ სოკრატეს საერთოდ არ გააჩნდა რაიმე გარკვეული შეხედულება ან რწმენა და მისი მიზანი მხოლოდ შეფასება იყო.„რესპუბლიკაში” მოყვანილი ტევადი თეორიები მიჩნეულია თავად პლატონის მოსაზრებებად.სხვანი ამტკიცებენ,რომ სოკრატეს სინამდვილეში გააჩნდა საკუთარი პოზიცია,თუმცა ძნელია მასსა და პლატონს შორის საზღვრის გავლება,ვინაიდან თვით პლატონის დრამატული წერის სტილის ინტერპრეტაციაც კი იგი თითქმის შეუძლებელია.მისი ცოდნა სხვა თანამედროვე მოაზროვნეთა შესახებ (მაგალითად პარმენიდე),ნათელია რამდენიმე დიალოგიდან.სოკრატემ ძვ.წ.აღ-ით 339 წლის 7 მაისს,ათენის სატუსაღოში (საწამლავის მეშვეობით),მანამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით,ვიდრე მას გამოტანილი განაჩენის გამო დასჯიდნენ.