მისტიკა

მისტიკა (ბერძნულ ენაზე – “მისტიკოს”,ითარგმნება როგორც – იდუმალი,საიდუმლო,განდობილთათვის წმინდა) – წარმოადგენს მოძღვრებას,რომლის მიხედვითაც,ღმერთი უშუალო ჭვრეტით,მის არსებაში ჩაძირვით და შინაგანი ხილვით უნდა იქნას აღქმული.ღმერთის შემეცნების გზა გადის სიყვარულზე,”გამონათებაზე” და არა ცოდნაზე (“ღმერთი იმდენად ხდება მისაწვდომი,რამდენადაც გიყვარს იგი”).ასეთი გაგებით ნეოპლატონიკოსების მოძღვრებაც შეიძლება ჩაითვალოს მისტიკურად.მისტიკას შეიძლება ახლდეს მეტ-ნაკლებად შთამბეჭდავი მოვლენები,რომელთაც ხანდახან “პარამისტიკულს” უწოდებენ.ესენია: ლევიტაცია,სტიგმატები,ექსტაზი და ხილვები.შუა საუკუნეებში მისტიკა წარმოადგენდა უწინარეს ყოვლისა რეაქციას სქოლასტიკაზე,რომლის თანახმადაც ღმერთის წვდომა ხდება გონებისა და ცოდნის საფუძველზე. (ავტორი გენია.ჯი)